• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ზელენსკის გამოსახულებით დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზელენსკის გამოსახულებით დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/04/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

9 აპრილს Facebook-მომხმარებელმა დეზინფორმაციის შემცველი პოსტი და ყალბი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოს მიხედვით, მილანში პიაცა დუომოს ტერიტორიაზე მუნიციპალურ საინფორმაციო დაფაზე გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი და წარწერა „დონაციები უკრაინისთვის“.  ფულის მოსათავსებელი ჭრილი კი რეკლამის პლაკატზე ზელენსკის ცხვირს ემთხვევა. ვიდეოში ჩანს, რომ ფულს ზელენსკის ცხვირზე მოთავსებული მოწყობილობა შეისრუტავს. 

ვიდეო ვოლოდიმირ ზელენსკის ასოციაციურად ნარკოტიკებთან და მათ შესუნთქვასთან აკავშირებს, რაც მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს. ამაზე მეტყველებს პოსტზე თანდართული კომენტარებიც.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პრორუსული დეზინფორმაციული კამპანიები ვოლოდიმირ ზელენსკის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულად წარმოაჩენენ. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო იტალიურმა მედიამ გადაამოწმა და მისი სიყალბე დაადგინა. 

სინამდვილეში, საინფორმაციო დაფა, რომელზეც, ვიდეოს მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის პლაკატი და უკრაინისთვის ფულის დონაციის აპარატია დამონტაჟებული, მილანის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მისი გამოყენება მუნიციპალიტეტისგან ნებართვის მიღების გარეშე შეუძლებელია. მილანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ფაქტების გადამმოწმებელ იტალიურ ონლაინ მედიასთან სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა უარყო  და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ავტორიზება არ გაუცია. შესაბამისად, ზელენსკის პლაკატისა და თანხის მისაღებად სპეციალური აპარატის დამონტაჟება ავტორიზებული მუნიციპალური ადმინისტრაციის სივრცეში შეუძლებელი იყო.

მსგავსი სახით სარეკლამო პლაკატის არსებობას არ ადასტურებენ არც მილანის კათედრალის მცველები, რომლებიც კათედრალსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მუდმივ მონიტორინგს უწევენ. 

იტალიური მედიის მიერ გადამოწმებული ცნობებით, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე ასევე არ არის საკმარისი სივრცე ფულის კუპიურების შესასრუტი მოწყობილობისთვის, რაც ვიდეოს მონტაჟის კვალზე ასევე მიუთითებს. დამატებით ვიდეომონტაჟის ნიშნები შეიმჩნევა ვიდეოში ნაჩვენებ პლაკატისა და მილანის მუნიციპალური საინფორმაციო დაფის ფოტოების შედარებისასაც. კერძოდ, დამონტაჟებულ ვიდეოში ზელენსკის პლაკატი საინფორმაციო დაფაზე არაბუნებრივად არის მიმაგრებული. ვიდეოზე დაფაზე რეალურად არსებული ნიშნებიც ასევე არ ჩანს.

ამდენად, ზელენსკის გამოსახულებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია და ის უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ღაზა
ვაშაძე
ზელენსკი
ვაშაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა

    ბოლო 4 წელიწადში დოლარში დათვლით საქართვ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო

    EUvsDisinfo: საქართველოს ხელისუფლებამ უც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა