კიევში სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2). ერთ-ერთი პოსტის თანახმად, კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება აკრძალეს. პოსტის კომენტარების სექციაში უკრაინის მთავრობას მოიხსენიებენ, როგორც რელიგიასთან და ღმერთთან დაპირისპირებულს.

სინამდვილეში, 11 აპრილს კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ საომარი მდგომარეობის პირობებში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის წესებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ანა სტაროსტენკოს განცხადების თანახმად, ქალაქის ადმინისტრაციამ რელიგიური თემების ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ შეზღუდონ მასობრივი შეკრება რელიგიური მსახურების ჩატარების დროს და ამის ნაცვლად, მაქსიმალურად უზრუნველყონ მსახურების ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით გადაცემა. აღნიშნული შეზღუდვა უკავშირდება ქალაქში ამოქმედებულ კომენდანტის საათს, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ქალაქში გადაადგილებას კრძალავს.

„უკრაინა აგრძელებს ცხოვრებას საომარ მდგომარეობაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სამხედროების რეკომენდაციების შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ მასობრივი შეკრებები ერთმანეთის დასაცავად. კიევში კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც 00:00 საათიდან 05:00 საათამდე გრძელდება“, - აღნიშნა ჰანა სტაროსტენკომ.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, კომენდანტის საათის დროს ეკლესიაში მხოლოდ სასულიერო პირებს შეეძლებათ ყოფნა და მოსახლეობისთვის ღვთისმსახურების ონლიან გადაიცემა. კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ტაძრებში მისვლას შეძლებს.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ აღდგომის დღესასწაულზე კიევში კომენდანტის საათის მოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეს იწვევს რამდენიმე პრობლემას, რადგან ადამიანებს ამ დროს [კომენდანტის საათის დროს] ეკრძალებათ გადაადგილება. ლავრაში მდებარე საკათედრო ტაძარში ლოცვა აღევლინება, მაგრამ დიდი ალბათობით დილით, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ."

--------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი