• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ ისინი ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებენ

დეზინფორმაცია: ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ ისინი ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/04/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს დართული აქვს ბრიტანული ჟურნალის „DAILY EXPRESS”-ის გარეკანის ფოტო, რომელზეც შემდეგი წარწერაა დატანილი:

„NEGOTIATE ! NO, WE’LL FIGHT PUTIN TO LAST MAN“ (“მოილაპარაკეთ! - არა, ჩვენ შევებრძოლებით პუტინს ბოლო ადამიანამდე“).

ფოტოზე დაყრდნობით, პოსტის ავტორი ყალბ მტკიცებას ავრცელებს, თითქოს ბრიტანელებმა ბოლო უკრაინელამდე, პოლონელამდე, მოლდოველამდე, გერმანელამდე და ა.შ. ბრძოლის შესახებ განაცხადეს.

„ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ ისინი იბრძოლებენ ბოლო უკრაინელამდე:

„მოლაპარაკება! არა! ჩვენ პუტინთან ვიბრძოლებთ ბოლო კაცამდე!“ უკრაინელი იქნება, მოლდოველი, პოლონელი, გერმანელი თუ სხვა“, - აღნიშნულია პოსტში.

დეზინფორმაციული გზავნილი ფართოდ გავრცელებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეხმიანება, რომლის მიხედვით, დასავლური სახელმწიფოები უკრაინელთა სიცოცხლის ხარჯზე საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობენ, რის გამოც ბოლო უკრაინელამდე ომის გახანგრძლივებას ხელს უწყობენ.

სინამდვილეში, პოსტში მოყვანილი ციტატა „ჩვენ შევებრძოლებით პუტინს ბოლო ადამიანამდე“, არა ბრიტანელებს, არამედ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩ - ვადიმ პრისტაიკოს ეკუთვნის. ამას ადასტურებს გაზეთის გარეკანზე არსებული მითითება, რომელიც ციტატას სწორედ უკრაინის ელჩს მიაწერს.

ახალი ამბების ბრიტანულ ჟურნალთან 6 აპრილს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ იმსჯელა.

„[უკრაინელებისთვის ომის] რეზოლუცია არის რუსების წასვლა ჩვენი მიწებიდან [...] ასე რომ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკანასკნელ მათგანამდე ან სამწუხაროდ, უკანასკნელ ჩვენგანამდე“, - განაცხადა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა.

ელჩი ასევე სკეპტიკურად გამოეხმაურა მოსაზრებებს, რომლის მიხედვით, უკრაინამ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შესაძლოა, ყირიმი დათმოს. ამის საპირისპიროდ, ინტერვიუში ელჩმა აქცენტი მშვიდობის შესახებ უკრაინული პირობებით მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე გააკეთა: „ჩვენ ჩვენი ქმედებებით და მრავალი დაკარგული სიცოცხლით დავამტკიცეთ, რომ არ ვაწარმოებთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსული პირობებით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პირობები იყოს მოსმენილი. ჩვენი პირობები ძალიან მარტივია: უპირველეს ყოვლისა, მოშორდით ჩვენს მიწას“.

ამდენად, მტკიცება თითქოს ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლებდნენ, ყალბია. სინამდვილეში, სიტყვები დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩს ეკუთვნის. ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინისთვის ომის საბოლოო მიზანი რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიის დატოვებაა, რისთვისაც უკანასკნელ რუსამდე, ან უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ პოსტში გაჟღერებული სხვა მტკიცებაც, თითქოს საუბარი მიმდინარეობს არა მხოლოდ ბოლო უკრაინელ, არამედ ბოლო მოლდოველ, პოლონელ და გერმანელამდე ბრძოლის შესახებ, ასევე ყალბია. Daily Express-თან მიცემულ ინტერვიუში ვადიმ პრისტაიკოს მსგავსი გზავნილი არ გაუჟღერებია.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
HAARP
ვაშაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა