Facebook-მომხმარებელი Vaso Kotashvili სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, უკრაინელებმა მიკოლაევში მართლმადიდებლური ეკლესია დაწვეს. პოსტს თან ერთვის ვიდეოც. აღნიშნული ყალბი მტკიცება გავრცელდა რუსულენოვანი Facebook-ანგარიშების მიერაც. მათი მტკიცებით, ვიდეო მიკოლაევის ოლქის სოფელ ნოვოპოლტავკაშია გადაღებული (1,2).

სინამდვილეში, გავრცელებული კადრები უკრაინაში მომხდარ მოვლენას არ ასახავს და ვიდეო YouTube-ზე პირველად ჯერ კიდევ 10 წლის წინ სათაურით - „ილინკაში ეკლესია იწვის“ აიტვირთა. აღნიშნული კადრები 2013 წელს რუსეთში, ასტრახანის ოლქის სოფელ ილინკაშია გადაღებული. 2013 წელს მომხდარ ინციდენტზე ერთ-ერთმა რუსულმა ტელეარხმა tvsoyuz-მა სპეციალური რეპორტაჟიც მოამზადა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში, სოფელ ნოვოპოლტავკაში არსებული ტაძრის ფასადი რადიკალურად განსხვავდება რუსეთში, ილინკაში მდებარე ტაძრისგან (Богородице-Казанский храм, Ильинка), რომელიც 2013 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა.

გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები ტაძრის იდენტიფიცირება შესაძლებელია ზარებითაც, რომელიც ტაძრის წინ, ეზოშია განთავსებული და ზუსტად შეესაბამება 2013 წელს ილინკაში გადაღებულ კადრებს.

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინელებმა მიკოლაევში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესია დაწვეს, ყალბია. ვიდეო, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, 2013 წელს რუსეთში ასტრახანის ოლქში მომხდარ ინციდენტს ასახავს.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი