სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელებული მტკიცების თანახმად, მას შემდეგ, რაც კიევ-პეჩერის ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის სამღვდელოება გააძევეს, ლავრაში კი ლოცვას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურები შეუდგნენ, ტაძრის გუმბათზე განთავსებული ჯვრები გაშავდა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული შეთქმულების თეორია ფართოდ გაავრცელეს როგორც კრემლისტურმა მედიამ, ის Facebook-ის რუსულენოვანმა მომხმარებლებმაც.

პროპაგანდისტების მტკიცებით, ის ფაქტი, რომ ლავრა უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრე ეკლესიის იურისდიქციაში გადავიდა - მკრეხელობაა, და ამას თავად ღმერთი ეწინააღმდეგება, რის დასტურიც ჯვრების ფერის შეცვლა გახდა.

სინამდვილეში კი ეს მტკიცება ტყუილია, რადგანაც ჯვრების ნაწილი ლავრის გუმბათზე დღეს მიმდინარე მოვლენებამდე ბევრად ადრე გაშავდა - ამაზე მეტყველებს წლების წინ გადაღებული ფოტოები, სადაც აშკარად ჩანს მუქი ფერის ჯვრები.

ამდენად, კიევ-პეჩერის ლავრის გუმბათზე განთავსებულ ჯვრებს ფერი არა ახლა, ლავრიდან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის სამღვდელოების გაძევების შემდეგ, არამედ დიდი ხნით ადრე ჰქონდათ შეცვლილი.

სინამდვილეში, მოოქროვილი ზედაპირის გაშავება სრულიად შესაძლებელია და ამას მეცნიერული ახსნა გააჩნია. საიუველირო ონლაინ-მაღაზია Золотой Век-ის თანახმად, ეს დამოკიდებულია შენადნობის შემადგენლობაზე - რაც უფრო მეტია სხვა ლითონების შემცველობა, მით მეტია ოქროს გაშავების ალბათობა: „უმაღლესი სინჯის ოქრო არასდროს გაშავდება, თუმცა, დანამატების ხარჯზე შესაძლოა ოქროში მჟავას კონცენტრაციის მატება და შესაბამისად - შავი ფერის შეძენა. ეს დამოკიდებულია სინჯებში არსებულ დანამატებზე - 585 და 750 სინჯებში სუფთა ოქროს შემცველობა 58,5% და 75%-ია. ამ სინჯის ოქრო არასდროს გაშავდება, მაგრამ თუ სუფთა ოქროს შემცველობა 58,5%-ზე ნაკლებია, ეს სავსებით შესაძლებელია“.

მოცემული ფაქტით იხსნება კიევ-პეჩერის ლავრის გუმბათზე ჯვრების გაშავების მიზეზი, რადგანაც ლავრაზე არსებული ჯვრები არა მთლიანად ოქროსი, არამედ მოოქროვილია. შესაბამისად, ლავრის გუმბათის ჯვრების გაშავების მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ მღვდლების გაძევებასთან და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახურების მიერ წირვის აღავლენასთან დაკავშირება შეთქმულების თეორიაა.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5461 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი