Facebook გვერდი ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platfrom TV პირველის სახელით დეზინფორმაციის შემცველ პოსტს აქვეყნებს. პოსტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 7 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ თითქოს მისი თავმჯდომარეობის ერთ თვეში მოახერხა და რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ ხალხი შეკრიბა.

ფოტო, რომელიც TV პირველის ვიზუალით ვრცელდება დამუშავების შედეგადაა მიღებული. TV პირველის ოფიციალურ Facebook გვერდზე აღნიშნული ფოტო საერთოდ არ არის განთავსებული. ამასთან ერთად მსგავსი შინაარსის განცხადება არც ლევან ხაბეიშვილის ოფიციალურ და პირად Facebook გვერდებზე არ ფიქსირდება.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის ფოტოს, რომელიც მასალაშია გამოყენებული, ის ხაბეიშვილმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე 6 მარტს გამოაქვეყნა აღწერით: „ხელები არ ჩამოუშვათ! ვიბრძოლოთ, და გავიმარჯვებთ პუტინისტებზე“.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი