Facebook-მომხმარებელი ბექა ვარდოსანიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, სოციალურ ქსელში 20 თებერვალს ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს გადაღებულ ფოტოსურათს აქვეყნებს. ვარდოსანიძის მტკიცებით, ფოტოზე ზელენსკისთან ერთად მისი ორეულიც ჩანს.
მტკიცება, რომ პოლონურ მედიას კადრში, თითქოს, ზელენსკის ორეული „გაეპარა“ სოციალურ ქსელ Twitter-ზეც ვრცელდებოდა (1,2).
სინამდვილეში, გავრცელებულ კადრებში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად არა მისი ორეული, არამედ პირადი დაცვის გუნდის უფროსი, მაქსიმ დონეცი იყო, რომელიც ზელენსკიმ 2019 წელს დანიშნა. 2019 წლიდან მოყოლებული, მაქსიმ დონეცი ზელენსკისთან ერთად არაერთხელ გამოჩნდა. ზელენსკის ორეულის შესახებ გავრცელებული მტკიცება BBC-მაც უარყო.
--------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.