• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიდეო ოჰაიოში ახლახანს მომხდარი ინციდენტის შედეგებს ასახავს

დეზინფორმაცია: ვიდეო ოჰაიოში ახლახანს მომხდარი ინციდენტის შედეგებს ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/02/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი ფანტი ნა სოციალურ ქსელში მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. Facebook-პოსტში, რომელსაც თან ვიდეო ერთვის, Facebook-ანგარიში წერს, რომ 4 თებერვალს ამერიკის შტატ ოჰაიოში მომხდარი ინციდენტის გამო ონკანის წყალს ცეცხლი ეკიდება: „ოჰაიოში მოსახლეობას ახალი „გასართობი“ აქვს--- წყალს ონკანიდან ცეცხლი ეკიდება“ - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

სინამდვილეში, ვიდეო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, 2012 წელს არის გადაღებული, რაც მის მიერ გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს. ამასთან, აღნიშნული ვიდეო, არა ოჰაიოს შტატში, არამედ პენსილვანიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად წყალში მეთანის შემცველობის ზრდას უკავშირდება.

აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად გაზის მოპოვებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის შექმნილმა კოალიციამ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წყალში მეთანის დონის მატების მიზეზი დისკუსიის საგანია და ბოლომდე გარკვეული არ არის. მიუხედავად ამისა, ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ჰიდრავლიკურ გახლეჩასა („fracking“ - ტექნიკა, რომელსაც ძირითადად გაზისა და ნავთობის მოპოვებისთვის იყენებენ) და წყალში მეთანის დონის ცვლილებას შორის გარკვეული კავშირი უკვე დაადგინა. თუმცა, არსებობს სხვა კვლევებიც, სადაც ამტკიცებენ, რომ ონკანის წყლის აალებას ჰიდრავლიკურ გახლეჩასთან კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება ოჰაიო-პენსილვანიის საზღვართან მომხდარ შემთხვევას, 2023 წლის 3 თებერვალს ქალაქ აღმოსავლეთ პალესტინაში ხუთი ვაგონი გადავიდა რელსებიდან, რასაც აფეთქების საფრთხეც მოჰყვა. მატარებლები დატვირთული იყო სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური ნივთირებებით, მათ შორის, ვინილის ქლორიდით, რომელსაც სიმსივნის იშვიათი ფორმების გამოწვევა შეუძლია.

აღნიშნული ნივთიერებების გაჟონვას იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის მნიშვნელოვნი დაზიანება შეიძლებოდა გამოეწვია, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აფეთქების საფრთხის შემცირება მალევე მოხდა. ამასთან, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვინილის ქლორიდის დაზიანებული მატარებლებიდან კონტროლირებული გამოშვება მოხდა. რკინიგზის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, სარკინიგზო ვაგონების ლიკვიდაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ხოლო მავნე ნივთიერებები განადგურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურად ხდებოდა მონიტორინგი, თუმცა გარემოსდაცვით სააგენტოებს წყლისა და ჰაერის ხარისხის შემოწმების შემდეგ საგანგაშო არაფერი შეუნიშნავთ.

ამდენად, მტკიცება, რომ ოჰაიოში მომხდარ შემთხვევას ვინილის ქლორიდის გაჟონვა და წყლის დაბინძურება მოჰყვა, მცარია. სინამდვილეში, ვიდეო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს, 2012 წელს პენსილვანიაშია გადაღებული და 2023 წლის 3 თებერვალს ოჰაიო-პენსილვანის საზღვართან დაფიქსირებულ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნულანდი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა