• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ცნობა გერმანიის მთავრობისგან: „აცრილი ადამიანების საგანგაშო რაოდენობას უვითარდება შიდსი“

დეზინფორმაცია: ცნობა გერმანიის მთავრობისგან: „აცრილი ადამიანების საგანგაშო რაოდენობას უვითარდება შიდსი“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/02/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გერმანიის მთავრობის განცხადებით, აცრილი ადამიანების საგანგაშო რაოდენობას შიდსი უვითარდება. მტკიცების გასამყარებლად პოსტს თან ბერძნულენოვანი სტატიის ბმული ერთვის, სათაურით: „ბომბა გერმანიის მთავრობისგან: „აცრილი ადამიანების საგანგაშო რაოდენობას უვითარდება შიდსი“.აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო NewsPunch-ზე გამოქვეყნებული სტატია გახდა. აღსანიშნავია, რომ NewsPunch-ს COVID-19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებელია. MediaBais/FactCheck-ის თანახმად, რომელიც მედიასააგენტოების სანდოობასა და სიზუსტეს იკვლევს, NewsPunch დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს რეგულარულად აქვეყნებს.

რაც შეეხება „გერმანიის მთავრობის ცნობაზე“ სტატიას, NewsPunch-ის თანახმად, გერმანული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა შეიძლება გამოიწვიოს „ვაქცინით გამოწვეული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი“.

სინამდვილეში, კვლევა, რომელზეც NewsPunch საუბრობს, 2021 წლის დეკემბერში გერმანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მიერ გამოქვეყნდა. ანგარიშში სიტყვა „შიდსი“ ან „ვაქცინით გამოწვეული შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი“ საერთოდ არაა ნახსენები.

აღნიშნული დეზინფორმაცია ასევე გადაამოწმა ევროპულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ AFP-მ. ისინი რობერტ კოხის ინსტიტუტს დაუკავშირდნენ, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მათ ანგარიშში არსადაა ნახსენები, რომ COVID-19-ის ვაქცინა ადამიანის იმუნოდეფიციტურ სინდრომს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით ანტივაქსერები დეზინფორმაციას, თითქოს ვაქცინები შიდსს იწვევს, მიზანმიმართულად აქამდეც ავრცელებდნენ. მათ გამოიგონეს სპეციალური ტერმინიც - VAIDS [vaccine acquired immunodeficiency syndrome], ანუ ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რეალურად ვაქცინით შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - VAIDS არ არსებობს.

შიდსი არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელსაც აივ-ინფექცია იწვევს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნოდეფიციტს არ იწვევს, ისინი იმუნურ უჯრედებს არ ასუსტებენ. პირიქით, ვაქცინები იმუნური უჯრედების გააქტიურებას და ანტისხეულების გამომუშავებას SARS-Cov-2-ის წინააღმდეგ ასტიმულირებენ.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნულანდი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა