• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ცაზე დაფიქსირებული ნათებები ჩანს, თურქეთში 6 თებერვალს დაფიქსირებულ მიწისძვრას არასწორად უკავშირებენ

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ცაზე დაფიქსირებული ნათებები ჩანს, თურქეთში 6 თებერვალს დაფიქსირებულ მიწისძვრას არასწორად უკავშირებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/02/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

7 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა ვიდეო გაავრცელა, სადაც თურქეთში ღამის ცაზე გამოსახული ნათებები თურქეთში 6 თებერვალს დაფიქსირებულ 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრას დაუკავშირა. ვიდეოზე დაყრდნობით, პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები მიწისძვრას სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას, მათ შორის - მიწისქვეშა ბირთვულ აფეთქებებს, რუსეთის ან უკრაინის პოლიტიკას, პანდემიას და ა.შ. მიაწერენ.

სინამდვილეში, ვიდეო, რომელსაც თურქეთში 6 თებერვალს დაფიქსირებულ მიწისძვრასთან აკავშირებენ, 2022 წლის 23 ნოემბერს არის გადაღებული. ზუსტ დროზე საუბრის საშუალებას ვიდეოს ზედა მარცხენა კუთხეში დატანილი თარიღი გვაძლევს.

ვიდეო თურქულ მედიაარხს Haber Global-ს ეკუთვნის და YouTube-ზე 2022 წლის 23 ნოემბერსაა ატვირთული. ვიდეოს აღწერაში თურქულ ენაზე მითითებულია, რომ უსაფრთხოების კამერის მიერ აღბეჭდილი კადრები თურქეთში, Düzce-ს პროვინციაში მომხდარ 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისას დაფიქსირებულ ნათებებს უკავშირდება.

მიწისძვრის თანმდევი ნათებები (Earthquake Lights (EQL)) იშვიათი ფენომენია, თუმცა მეცნიერები მას ბუნებრივ მოვლენებს უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრამდე ან მიწისძვრის დროს ნათებები მსოფლიოს მრავალ წერტილში ფიქსირდება და წარსულშიც არაერთხელაა აღწერილი, მათ შორის ისინი 1965-67 წლებში იაპონიაში მაცუშიროს მიწისძვრის დროს დააფიქსირეს. მსგავსი ფენომენი დაფიქსირებულია კანადაში, პერუში, იტალიაში, მექსიკაში და ა.შ.

2014 წლის მეცნიერებმა მიწისძვრის ნათებების (EQL) 65 შემთხვევა შეისწავლეს, მათ შორის უძველესი შემთხვევა 1600 წლით თარიღდება. კვლევის მიხედვით, მიწისძვრის ნათებები მეტად სავარაუდოა, რომ დედამიწის ზედაპირზე ბზარის გარშემო ან მის მიმდებარედ წარმოიქმნას, სადაც სუბვერტიკალური რღვევები წნევით გამოწვეულ ელექტრულ ნაკადებს დედამიწის ზედაპირზე სწრაფი გამოდენის საშუალებას აძლევს. ამ თეორიის მიხედვით, ნათებას გარკვეული ტიპის კლდეებში სეისმური აქტივობის დროს წარმოქმნილი ელექტრული მუხტები იწვევს.

იაპონიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიწისძვრის ნათებები შეიძლება მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ მეწყრულ მოვლენებს უკავშირდებოდეს, რა დროსაც სხვადასხვა სახეობის კლდის ქანები ერთმანეთს დიდი ძალით ეჯახება. მკვლევართა გუნდმა იაპონიაში დაფიქსირებული მიწისძვრის ნათებების მონაცემებზე დაყრდნობით იაპონიაში მთათაწარმომქმნელი კლდის ქანების სხვადასხვა სახეობა შეარჩია, მათ შორის გრანიტი, პიროკლასტური ქანები, რიოლიტი, კირქვა და ა.შ. მეცნიერებმა ახ.წ. 869 წლიდან მოყოლებული მიწისძვრის ნათების 55 შემთხვევა შეისწავლეს, რომელთაგან სულ მცირე 5 მეწყერს დაუკავშირეს.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არა თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს დაფიქსირებულ მიწისძვრას, არამედ 2022 წლის 23 ნოემბრის მიწისძვრას და მასთან დაკავშირებულ ნათებებს ასახავს. დამატებით მიწისძვრის ნათებები დედამიწის ბევრ რეგიონში შეინიშნება და მეცნიერები მას სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას უკავშირებენ.

ცნობისთვის, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას თურქეთშიც უკავშირებენ და მიწისძვრის გამოწვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს სდებენ ბრალს. აღნიშნულ დეზინფორმაციას ფაქტების გადამმოწმებელი თურქული ორგანიზაციაც გამოეხმაურა.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
თურქეთი
მიწისძვრის ნათება
EQL
შოკოლადი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა