• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გია ბარამიძის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

გია ბარამიძის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/02/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება გია ბარამიძის ფოტო წარწერით: „სააკაშვილმა არა თუ მხოლოდ სახელმწიფო შექმნა, არამედ ჩვენც შეგვქმნა“. მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული სიტყვები გია ბარამიძეს ეკუთვნის.

გია ბარამიძის მსგავსი განცხადება არცერთ სანდო საინფორმაციო წყაროში არ იძებნება. ამასთან ერთად, მსგავსი სიტყვები არც გია ბარამიძის პირად Facebook-გვერდზე გვხვდება. პოსტში მოცემული ფოტო ხშირადაა გამოყენებული news.ge-ის, kvira.ge-ის, alia.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში. თუმცა არცერთ მათგანში მსგავსი ციტატა არ ფიქსირდება.

რაც შეეხება ციტატის პირველ ნაწილს („სააკაშვილმა არა თუ მხოლოდ სახელმწიფო შექმნა“), მსგავსი სახის შეფასება ბარამიძემ 2021 წლის დეკემბერში საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა. ამ პერიოდში სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული. ბარამიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მშვიდობიანად და არაძალადობრივად აპროტესტებდნენ „რეჟიმის უკანონო ქმედებას... როდესაც მას დატყვევებული ჰყავს პუტინის პირადი პატიმარი, ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ადამიანი - პრეზიდენტი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა.“ რაც შეეხება ციტატის მეორე ნაწილს, ის ბარამიძეს არ ეკუთვნის. შესაბამისად, სქრინზე არსებული ციტატა გამოგონილია.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კრიშტიანუ რონალდუ
ბარამიძე
Leopard-2
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყალტუბოში არ მიმდინარეობს ყოფილი სანატორიუმების განვითარების პროცესი, არის სრული სიცრუე და ცილისწამება

    გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოსდა წყა...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

    იანვარ-ივლისში ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე ექსპლუატაციაში უნდა იყოს, თუმცა პროექტის ვადა  ერთი წლით გახანგრძლივდა

    ღორჯომში საცხენოსნო ინფრასტრუქტურა უკვე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა