• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე - ძირითადი ფაქტები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმეზე - ძირითადი ფაქტები

დღეს, 19 იანვარს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

19/01/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

დღეს, 19 იანვარს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დაასკვნა, რომ რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ ასპექტში და საქართველოს მთავრობას €25 000-ის გადახდა დააკისრა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლებით დავობდნენ, რომლებიც სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვასა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებას მოიცავს.

სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ასპექტში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიების პროცესი იყო არაეფექტური.

„პროცესის ხარვეზების გათვალისწინებით, კერძოდ, ხარვეზიანი პირველადი საგამოძიებო ეტაპის, მათ შორის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების ხერხის გათვალისწინებით, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირული გამოკვლევის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაგვიანებული დაკითხვის გათვალისწინებით, მომჩივანი პირებისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, რამაც მათ ხელი შეუშალა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში – სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა ვერ დაადგინა, რადგან, მისივე განმარტებით, არსებული მტკიცებულებები არაა საკმარისი საიმისოდ, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში. ამ შემთხვევაშიც, სასამართლო საგამოძიებო პროცესის ხარვეზიანობაზე მიუთითებს, რაც შეუძლებელს ხდის მტკიცებულებების სათანადო შეფასებას იმ გარემოებებზე, რამაც მაჩალიკაშვილის სიკვდილი გამოიწვია.

რაც შეეხება მე-3 და მე-13 მუხლებს, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), რადგან. მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა მათი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით ჰქონდათ: „სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა: „ სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტის“ შეფასებით, ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, „რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობდნენ, რომ ჰქონდათ ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებოდნენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობდა, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია. მისივე თქმით, სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მაშინდელი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. მაჩალიკაშვილი ითხოვდა, მისი შვილის დანაშაული მტკიცებულებებით დადასტურებულიყო და სპეციალური საპარლამენტო კომისია შექმნილიყო.

მაჩალიკაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წელს მიმართა. მომჩივანთა შეფასებით, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა, დაიგეგმა ისე, რომ, რისკები სათანადოდ არ გაუზომავთ და საკმარისი ზომა არ მიუღიათ, რომ ძალა არ გამოეყენებინათ. ამასთან, მათი მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

თეგები:
სტრასბურგის სასამართლო
გირგვლიანის საქმე
მაჩალიკაშვილის საქმე
სასამართლოს გადაწყვეტილება
სამართალი.
თიკა მამადაშვილი
თიკა მამადაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა