• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ფოტომანიპულაცია, რომელიც თითქოს სხვადასხვა ქალაქში ასფალტსა და შენობების კედლებზე ზელენსკის გამოსახულებიან საფრთხობელას ასახავს

ფოტომანიპულაცია, რომელიც თითქოს სხვადასხვა ქალაქში ასფალტსა და შენობების კედლებზე ზელენსკის გამოსახულებიან საფრთხობელას ასახავს

ვერდიქტი: ტყუილი

17/01/2023
ტყუილი
განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს პოლონეთში, „ასფალტებზე და შენობების კედლებზე საფრთხობელებს ზელენსკის გამოსახულებით ხატავენ“. აღნიშნულ ცრუ ინფორმაციასთან ერთად შესაბამისი ფოტოც ვრცელდება:

ფოტოსურათის გეოლოკაციის მეშვეობით გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ის არა პოლონეთში, არამედ აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკ-სიტიში მდებარე ცენტრალურ პარკშია გადაღებული.

იმის დასადგენად, ნამდვილად განთავსდა, თუ - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ამსახველი გრაფიტი ცენტრალურ პარკში, „ფაქტ-მეტრი“ ამერიკულ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციას, Lead Stories-ს დაუკავშირდა.

Leads Stories-ის რეპორტიორი 16 დეკემბერს ცენტრალურ პარკში ზუსტად იმ ადგილას მივიდა, სადაც, გავრცელებული ყალბი ცნობის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის გრაფიტი შექმნეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტროტუარზე გრაფიტის კვალი არ არსებობდა.

Lead Stories -ის მიერ ამ საკითხზე მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ცენტრალური პარკის მოცემულ მონაკვეთში, როგორც წესი, ქვეითთა აქტიური მოძრაობაა და ეს ლოკაცია ტურისტულ ტურებშიც ხშირად შედის. Lead Stories -ის რეპორტიორმა ზელენსკის გრაფიტის ამსახველი ფოტო ცენტრალურ პარკში მომუშავე ტურისტული ველოსიპედის მძღოლს აჩვენა, რომელიც გზის ამ მონაკვეთზე თითქმის ყოველდღიურად გადაადგილდება. რიკშას წარმოშობით რუმინელმა მძღოლმა, ანტონ ჩავუსკიმ, Lead Stories-თან საუბრისას თქვა, რომ მას მსგავსი გრაფიტი ცენტრალურ პარკში არსად შეხვედრია.

Lead Stories ცენტრალურ პარკში რიკშას კიდევ ორ მძღოლს ესაუბრა, რომელთაგან ერთი რუსულენოვანი იყო, ხოლო მეორე - თურქეთიდან. მათი თქმით, ისინი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად გადაადგილდებიან, თუმცა ზელენსკის გრაფიტი არც მათ შეუნიშნავთ.

ნიუ-იორკ-სიტიში გრაფიტის შექმნა აკრძალულია და მათ მოცილებაზე პასუხისმგებელი ნიუ-იორკ-სიტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტია. Lead Story-მ საკითხის გადამოწმების მიზნით, დეპარტამენტის პრესცენტრსაც მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ მათმა თანამშრომლებმა მსგავსი გრაფიტი ვერსად იპოვეს. გრაფიტის არსებობის შესახებ მოქალაქეებს უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდება სატელეფონო ზარით ან დეპარტამენტის ვებ-გვერდზე სპეციალური ფორმის შევსებით შეუძლიათ. ინტერნეტში გავრცელებული ვოლოდიმირ ზელენსკის მადისკრედიტებელი გრაფიტის ცენტრალურ პარკში არსებობა არც ქალაქში შექმნილი გრაფიტების მონაცემთა სპეციალურ ბაზაში იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის მსგავსი გრაფიტის სხვადასხვა ქვეყანაში შექმნის შესახებ ცნობები არაერთ ენაზე გავრცელდა, ხოლო ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა მათი სისწორე უკვე დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ცნობა ყალბი იყო.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთ-ერთი დეზინფორმაციის მიხედვით, ზელენსკის მსგავსი გრაფიტი პოლონეთში, ვარშავაშიც შექმნეს.

მტკიცების გადამოწმების მიზნით, უკრაინული გამოცემა Ukrinform.net ვარშავის მერიას დაუკავშირდა. მერიის წარმომადგენელმა, მატეუშ ვიტჩინსკიმ გრაფიტის არსებობა უარყო და განაცხადა, რომ ის ამავე რაიონში ცხოვრობს და ტროტუარზე, სადაც თითქოს ზელენსკის მადისკრედიტებელი გრაფიტი იყო გამოსახული, მსგავსი არაფერი უნახავს. მისივე თქმით, მერიაში მოქალაქეებისგან გრაფიტის არსებობის შესახებ ცნობა არ შესულა. ვიტჩინსკიმ Ukrinform.net-ს ტროტუარის ამ მონაკვეთის სურათიც მიაწოდა, რომელზეც გრაფიტი გამოსახული არაა.

ვარშავის გარდა, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ზელენსკის მადისკრედიტებელი გრაფიტის პარიზში, მადრიდსა და ბერლინში არსებობის შესახებაც. თუმცა, აღნიშნული ცნობების გადამოწმების შემდეგაც, სამივე შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მსგავსი გრაფიტი არც პარიზში, არც მადრიდსა და არც ბერლინში არ შექმნილა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ზელენსკის მადისკრედიტებელი გრაფიტის შექმნის შესახებ ყალბი ამბების გამავრცელებელი თავდაპირველი წყარო typicaloptical-ია, რომელიც რედაქტირებულ ფოტოსურათებს Instagram და Telegram გვერდებზე აქვეყნებს.

--------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა