• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ბრიტანეთში ადამიანი ჩუმად ლოცვის გამო დააკავეს

მანიპულირება: ბრიტანეთში ადამიანი ჩუმად ლოცვის გამო დააკავეს

ვერდიქტი: მანიპულირება

11/01/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება „ალტ-ინფოს“ეთერში გასული გადაცემის მონაკვეთი სათაურით: „ბრიტანეთში ქრისტიანული ლოცვის გამო ადამიანი დააკავეს“.

გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“ გასულ მონაკვეთში Fox News-ის წამყვანი, ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში ქრისტიანობა „ფაქტობრივად კანონით არის აკრძალული“ და ამის მაგალითად მოჰყავს დეკემბერში, ბირმინგემში მომხდარი ფაქტი, როდესაც პოლიციამ დააკავა იზაბელ ვონ სპრუსი (აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტი). კარლსონის განმარტებით, იზაბელს პოლიციამ ბრალი „საზოგადოებრივი ადგილების დაცვის შესახებ ბრძანების დარღვევაში და ანტი-სოციალურ ქმედებაში დასდო“. სიუჟეტის გასვლის შემდეგ, კარლსონმა თავად იზაბელი ჩართო ეთერში და აღნიშნა, რომ „ბრძანება საზოგადოებრივი დაცვის შესახებ, სპეციალურად საზოგადოებრივი ადგილების მლოცველებისგან დასაცავად არის შექმნილი“. თავად იზაბელმა ინტერვიუს დროს ისაუბრა, რომ დაკითხვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ძიებისას „პროტესტში და ისეთ აქტში მონაწილეობაში დაადანაშაულეს, რომელიც აბორტების ცენტრის კლიენტებს აფრთხობდა“.

აღნიშნულ შემთხვევაზე საუბრისას ალტ-ინფოს წამყვანებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთში ადამიანი ჩუმად ლოცვის გამო დააკავეს. იზაბელ ვონ სპრუსის დაკავებას საერთაშორისო მედიაში მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხით ძირითადად ულტრა-მემარჯვენე და კონსერვატიული ჯგუფები მანიპულირებდნენ როგორც ბრიტანეთში, ისე აშშ-ში. იზაბელ ვონ სპრუსის დაკავებას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა Twitter-ზე, მას შემდეგ რაც ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ Twitter-ის გვერდზე განათავსა ამერიკელი გამოცემა Daily Signal-ის უფროსმა რეპორტიორმა - მერი მარგარეტ ოლოჰანმა და პოსტმა რამდენიმე დღეში 15 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

იზაბელ ვონ სპრუსის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, დასავლეთ მიდლენდის პოლიციის სპიკერმა გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ „იზაბელ ვონ სპრუსის დაკავება მოხდა ბირმინგემში 6 დეკემბერს (ბრალი წარედგინა 15 დეკემბერს) და მას ბრალად ედება საჯარო სივრცეების დაცვის ბრძანების PSPO (Public Space Protection Order) დარღვევა ოთხ სხვადასხვა შემთხვევაში. მისი სასამართლო პროცესი გაიმართება 2023 წლის 2 თებერვალს“.

საჯარო სივრცეების დაცვის ბრძანების (PSPO) განახლებული რედაქცია ბრიტანეთში 2022 წლის 7 სექტემბერს მიიღეს (ძალაში შევიდა ოქტომბერში) და ის კრძალავს ყოველგვარ აბორტის საწინააღმდეგო პროტესტს იმ კლინიკებთან, სადაც აღნიშნული მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის მოქმედების რუკა საზოგადოებასთან კონსულტაციისა და მიღებული საჩივრების შემდეგ იმდაგვარად დაკორექტირდა რომ, მსგავსი შეზღუდვების არეალში ეკლესიები და სკოლები არ მოახვედრეს. PSPO შეზღუდვა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე (კლინიკების სამუშაო გრაფიკის შესაბამისად) მოქმედებს. PSPO ზონაში აკრძალული აქტივობები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) აბორტის სერვისების პროტესტს ან მდუმარე აქციის გამართვას, ბროშურების დარიგებას, კლინიკის ან მისი პერსონალის ვიზიტორების დაშინებას, კლინიკის მომხმარებლებისთვის სურათების გადაღებას ან ჩაწერას.

PSPO-ს დარღვევა ითვალისწინებს ფიქსირებულ ჯარიმას 100 ფუნტის ოდენობით და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოებს გადაეცეს.

PSPO მიზნად ისახავს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავისუფლად განახორციელონ მათთვის კანონით მინიჭებული უფლება (იგულისხმება აბორტის უფლება) და საკუთარი უფლების რეალიზაციისას პროცესში არ გახდნენ კონფრონტაციის, დაპირისპირების, დაშინების თუ სხვა რაიმე სახის ზემოქმედების მსხვერპლი.

გარდა ამისა, იზაბელ ვონ სპრუსი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გაჰყოლოდა მათ განყოფილებაში, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება და განყოფილებაში დაკითხვაზე გადაყვანა. აღნიშნული თავად „ალტ-ინფოს“ ეთერში გასულ ტაკერ კარლსონის შოუდან ამოჭრილ მონაკვეთშიც ჩანს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელების მასშტაბისა და კრიტიკული გამოხმაურების გამო Twitter-მა იზაბელ ვონ სპრუსის დაკავების პოსტებზე სპეციალური განმარტებითი კომენტარი მიამაგრა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი დაკავება არა ლოცვის, არამედ PSPO-ს მრავალჯერ დარღვევისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო მოხდა.

რაც შეეხება თავად ჟურნალისტ - ტაკერ კარლსონს, ის Dailycaller.com-ის რედაქტორი და Fox News-ის წამყვანია. კარლსონი არაერთხელაა შემჩნეული ყალბი ამბების და პროკრემლისტური ნარატივების გავრცელებაში. ფაქტების გადამმოწმებელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის Politifact-ის მიერ კარლსონის 21 სხვადასხვა განცხადება გადამოწმდა, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა (19) შეფასებულია, როგორც ნაწილობრივ მცდარი ან ყალბი ამბავი.

კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ამერიკულმა მედიამ - MSNBC-იმ, ასევე მოამზადა ვრცელი ვიდეო ტაკერ კარლსონის მიერ კრემლისტური ნარატივების გავრცელების შესახებ. ვიდეოში საუბარია კარლსონის მიერ სხვადასხვა ყალბი ამბის გავრცელებაზე, მათ შორის - ადამიანებისთვის არასწორი ციტატების მიკერების გზით. მაგალითად მოყვანილია კარლსონის მიერ პაპი ფრანცისკეს განცხადების ყალბი ციტირება უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ (კრემლის ერთ-ერთი ძირითადი პროპაგანდისტული ნარატივი), რითაც კარლსონმა პაპის პოზიცია 180 გრადუსით იმის საპირისპიროდ წარმოაჩინა, ვიდრე ეს რეალურად იყო. მოგვიანებით, კარლსონის აღნიშნული ყალბი განცხადება კრემლის მიერ მართულმა მედია საშუალებებმა აქტიურად გადააზიარეს და რუსულ ენაზე გაავრცელეს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ტაკერ კარლსონი
სკოლა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა