• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საქართველოში პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვიზიტზე დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოში პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვიზიტზე დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

30/12/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

მედიაში ფართოდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კირიენკოს არაფორმალური და საიდუმლო ვიზიტი იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ყალბ ამბად შეაფასეს.

კირიენკოს საქართველოში ჩამოსვლის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად რუსულენოვანმა ტელეგრამ არხმა - GENERAL SVR-მა გაავრცელა. ამავე სახელწოდების YouTube არხის აღწერაში ვკითხულობთ, რომ გამოქვეყნებული მასალები მომზადებულია რამდენიმე ქვეყნის გადამდგარი და მოქმედი დაზვერვის ოფიცრების მიერ, რომელთაც განხილულ საკითხებზე წვდომა დღემდე გააჩნიათ.

GENERAL SVR-მა სხვადასხვა დროს არაერთი დაუსაბუთებელი ცნობა გაავრცელა, მათ შორის, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ თითქოს, პუტინს კიბო, პარკინსონის დაავადება და ფსიქიკური პრობლემები აქვს. 2022 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტში კი GENERAL SVR-ი წერდა, რომ პუტინი კიბეზე დაეცა და უნებლიე დეფეკაცია განიცადა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ეს ცნობა არ დადასტურდა - რამდენიმე თვის წინ ასპენის ინსტიტუტის უსაფრთხოების ფორუმზე, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა თქვა, რომ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა, ხოლო მათი ინფორმაციით, „ის სრულიად ჯანმრთელია“.

29 ნოემბერს, GENERAL SVR-მა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი ცნობა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტი ძალოვან სტრუქტურებთან, უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, საქართველოში შესაძლო სამხედრო ინტერვენციასა და მარტივი გამარჯვების მოპოვებას განიხილავს. ტელეგრამ არხის მტკიცებით, ამ სცენარით, პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილმა ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობა და ანტირუსული გამოსვლები უნდა გამოიწვიოს, ხოლო რუსულმა არმიამ ეს პრობლემა სწრაფად და ეფექტურად უნდა გადაჭრას.

უცნობია, თუ რეალურად ვინ დგას GENERAL SVR-ის ტელეგრამ არხის უკან. უკრაინელი ანალიტიკოსისა და ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევრის (CEPA), ოლგა ლაუტმანის აზრით, GENERAL SVR-ის ტელეგრამ არხი შესაძლოა რუსულ უშიშროების სამსახურებს ეკუთვნოდეს. რუსული პროსახელისუფლებო ტელეარხის „რენ-ტვ“-ს ვარაუდით კი, ტელეგრამ არხი შესაძლოა უკრაინის ან დასავლეთის სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს.

ამდენად, ცნობები სერგეი კირიენკოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ანონიმური ტელეგრამ გვერდის მიერაა გავრცელებული, რომლის სანდობააც წარსულში გამოქვეყნებული დაუსაბუთებელი მტკიცებების გათვალისწინებით, ეჭვქვეშაა – მსგავს დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული და გერმანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებიც.

საკითხის შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი მტკიცების მიხედვით, კირიენკო საქართველოს ფარულად უკვე ეწვია – ამის შესახებ ანტიპუტინისტმა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ჟურნალისტ იულია ლატინინასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ 27 დეკემბრის საღამოს, GENERAL SVR-ის ტელეგრამ არხის პოსტის შემდეგ ჩაიწერა, ხოლო პიონტკოვსკი აღნიშნული ინფორმაციის სხვა წყაროს არ ასახელებს.

ამდენად მედიაში, მათ შორის, ქართულ საინფორმაციო სივრცეში, საქართველოში სერგეი კირიენკოს ფარული ვიზიტის შესახებ გავრცელებული ცნობები სანდო წყაროს არ ეყრდნობა და აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელებისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

-----------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჰუმანიტარული დახმარება
კირიენკო
ვიზიტი
ფულადი გზავნილები
კირიენკო
ვიზიტი
საქართველო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა