პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში მან ხელისუფლების მიღწევები შეაფასა და სამომავლო დაპირებები გასცა.„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის გამოსვლაში მოცემული ძირითადი ფაქტები გადაამოწმა. სრული სტატია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი ღარიბაშვილი: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წლის 11 თვის მონაცემებით არის უპრეცედენტოდ მაღალი, 60% არის გახსნის მაჩვენებელი

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 10 თვის მონაცემებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59.1%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი, 5 წლის განმავლობაში, მართლაც, უპრეცედენტოდ მაღალია.

გრაფიკი 1: დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი წლების მიხედვით

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად 2020 წლის შემდეგ მოიმატა.

გრაფიკი 2: ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა წლების მიხედვით

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას, უკანასკნელ წლებში, როგორც გრაფიკიდან ჩანს, მკვეთრი მატება 2019 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც, 2020 წელს დანაშაულმა, ასევე, მნიშვნელოვნად იკლო.

ირაკლი ღარიბაშვილის ზემოაღნიშნული განცხადება, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, სიმართლეს წარმოადგენს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები არსებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობის საკითხი, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ დანაშაულის სტატისტიკა წლების განმავლობაში არასტაბილურად ქვეყნდებოდა. მეტიც, ზოგ შემთხვევაში, უწყების მიერ დანაშაულის ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემებიც კი ვრცელდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის განცხადება, საბოლოო ჯამში, უნდა შეფასდეს, როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი