-
შალვა ნათელაშვილი: ვახტანგ მეგრელიშვილმა მხარი დაუჭირა პარლამენტიდან ჩემ გარიცხვას
ვერდიქტი: ტყუილი
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულიაVS
-
იაგო ხვიჩია: „გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა
ვერდიქტი: სიმართლე
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია27/12/2022ნახვა 4171
შალვა ნათელაშვილი: ვახტანგ მეგრელიშვილმა მხარი დაუჭირა პარლამენტიდან ჩემ გარიცხვას
ვერდიქტი: ტყუილი
იაგო ხვიჩია: „გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა
ვერდიქტი: სიმართლე
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის" ეთერში იმ დეპუტატებზე ისაუბრა, რომლებმაც შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. მისი განცხადებით, „გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც პარლამენტიდან შალვა ნათელაშვილის გარიცხვას მისცა ხმა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის ცილისწამება/ტყუილი და „გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა.
შალვა ნათელაშვილის საპარლამენტო მანდატი 2022 წლის 15 თებერვალს შეუწყდა. შალვა ნათელაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ „გირჩის“ ოთხივე წევრმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, მათ შორის ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათგან 76 დეპუტატი „ქართული ოცნებას“, 2 პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეებს“ და 1 „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენს.
ამრიგად, „გირჩის“ არცერთ წევრს, მათ შორის ვახტანგ მეგრელიშვილს, შალვა ნათელაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მხარი არ დაუჭერია. პირიქით, ხმა წინააღმდეგ მისცეს. შესაბამისად, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადება არის ტყუილი, ხოლო იაგო ხვიჩიას განცხადება არის სიმართლე.
მსგავსი სიახლეები
-
კონკრეტული ადამიანი არ არსებობს ბუნებაში, ვინც ეჭვმიტანილია,...
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
9 რევოლუცია დააანონსეს [მმართველმა პარტიამ]. ერთი ბოლომდე მი...
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
ყველაზე კითხვადი
-
აქ არ არის საუბარი ფიზიკურ პირებზე…საუბა
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
ამ კანონმა გაზარდა იმის შანსები, რომ გაი
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
ლარის გაუფასურების მიზეზები და შესაძლო შ
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
საქართველოს ამერიკისგან ფინანსური დახმარ
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
ბათუმში განახევრდა სოციალური ქულების მქო
მცდარიგანცხადება არაზუსტია