Facebook-მომხმარებელი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის ყალბ ციტატას მიაწერს. პოსტის თანახმად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მომავალში ყველა დაისჯება, ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ხალხმა უნდა ისწავლოს ხელისუფლების მორჩილება!“. აღნიშნული ციტატა ყალბია.

ღიად არსებულ წყაროებში არ დასტურდება, რომ აღნიშნული ციტატა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. არც ერთი მედიასაშუალების პლატფორმაზე და არც თავად ირაკლი კობახიძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე მსგავსი სახის განცხადება არ ფიქსირდება. ამდენად, გავრცელებული ციტატა გამოგონილია.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5460 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი