• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში 2004 წელს გადაღებული ენტონი ფაუჩის ინტერვიუს ნაწყვეტი მანიპულაციური შინაარსით ვრცელდება

სოციალურ ქსელში 2004 წელს გადაღებული ენტონი ფაუჩის ინტერვიუს ნაწყვეტი მანიპულაციური შინაარსით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

23/12/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი სამედიცინო მრჩევლის, ენტონი ფაუჩის, 2004 წლის ინტერვიუს ჩანაწერი არასრული კონტექსტით, მანიპულაციურად გაავრცელა. ავტორი პოსტის აღწერაში ამტკიცებს, რომ „როტშილდის ფარმაცევტული მარიონეტი ფაუჩი 2004 წელს გადაცემაში ამბობს, რომ არანაირი ვაქცინა არ არის საჭირო გრიპისთვის, რომ ორგანიზმისთვის საუკეთესო ვაქცინაა--ადამიანის ორგანიზმმა თვითონ იბრძოლოს და გადაიტანოს გრიპი.  

P.S. ჰჰმმ, ნებისმიერ გაუყიდავ პროფესიონალ ექიმს და დარგის სპეციალისტს კითხეთ და ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ კორონა ვირუსი თავისი ბუნებით ბევრად სუსტია, ვიდრე გრიპის ვირუსი.  “

პოსტის ავტორი ენტონი ფაუჩის ვიდეოს მანიპულაციური ვერსიის გავრცელებითა და COVID-19-ის ვირუსის გრიპის ვირუსზე ბევრად სუსტად წარმოჩენით COVID-19-ის ვაქცინების სარგებლიანობასა და საჭიროებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში უნდობლობის გამოწვევასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.  

ცნობისთვის, ფაუჩის 2004 წლის ჩანაწერის მონაკვეთი არასრული კონტექსტით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ვრცელდება. იხილეთ Reuters-ისა და Health Feedback-ის მიერ გადამოწმებული მანიპულაციური მტკიცებები.  

პოსტში მოყვანილი მტკიცებები „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა. 

მტკიცება N1: ენტონი ფაუჩი 2004 წელს ამბობს, რომ გრიპის ვაქცინა საჭირო არაა და გრიპი ადამიანმა თავად უნდა გადაიტანოს

ვერდიქტი: მანიპულირება

რეალურად, ვიდეო, რომელსაც პოსტი ეფუძნება ენტონი ფაუჩის Washington Journal-თან ჩაწერილი ვიზიტის ნაწილია, სადაც ფაუჩი მათ შორის სატელეფონო ზარის საშუალებით ადამიანებისგან მიღებულ შეკითხვებს პასუხს სცემს. ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად ის მართლაც ამბობს, რომ „საუკეთესო ვაქცინაცია არის დაინფიცირდე [და გადაიტანო ვირუსი] თავად“ და რომ „ყველაზე ძლიერმოქმედი ვაქცინაა დაინფიცირდე შენ თვითონ“. თუმცა მანიპულაციურად გავრცელებულ ვიდეოს მონაკვეთსა და Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ მტკიცებაში ენტონი ფაუჩის სიტყვების სრული კონტექსტი ნაჩვენები არაა. რეალურად, ფაუჩი კონკრეტულ შემთხვევას განიხილავდა. შესაბამისად, გრიპის ვირუსის ვაქცინით აცრის საჭიროების არ არსებობის შესახებ ის სწორედ ინდივიდუალურ შემთხვევაზე დაყრდნობით საუბრობს.

კერძოდ, ზარის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ გრიპის ვირუსი 14 დღის განმავლობაში აქვს და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას ვერ იკეთებს, რადგან წარსულში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ყოველ ჯერზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა. ზარის საპასუხოდ ფაუჩს განცხადებით, „იმ შემთხვევაშიც თუ ვაქცინა ინაქტივირებულია, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ რეაქცია ვაქცინაზე. [რეაქცია ვაქცინაციაზე] შესაძლებელია, რადგან გრიპის ვაქცინის ვირუსი იზრდება კვერცხში [და] შეიძლება იყოს ალერგია ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ [...] როგორც ჩანს, სამწუხაროდ თქვენი შემთხვევაც ესაა”. 

გადაცემაში წამყვანი ენტონი ფაუჩის სწორედ ზემოხსენებული ზარის ავტორის შესახებ ეკითხება, უნდა მიიღოს თუ არა გრიპის ვაქცინა. ენტონი ფაუჩი ნამდვილად ამბობს, რომ „თუ მას 14 დღის განმავლობაში აქვს გრიპის ვირუსი, ისეთივე დაცულია, რამდენადაც ეს  ვინმესთვის შესაძლებელია, რადგან საუკეთესო ვაქცინაციაა დაინფიცირდე თავად...[...] თუ მას ნამდვილად აქვს ვირუსი, მას გრიპის ვაქცინა არ სჭირდება...“. 

ფაუჩიმ ეს განცხადება იმ ადამიანის შემთხვევაზე კომენტირებისას გააკეთა,  რომელსაც გრიპის ვირუსი 14 დღის განმავლობაში ჰქონდა, წარსულში კი ვაქცინაზე, სავარაუდოდ, ალერგიულ რეაქციები აღენიშნებოდა. 

მტკიცება N2: კორონავირუსი გრიპის ვირუსზე ბევრად სუსტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებლის მიერ ვიდეოს თანდართული აღწერა დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს, თითქოს „კორონავირუსი თავისი ბუნებით ბევრად სუსტია, ვიდრე გრიპის ვირუსი“.

სინამდვილეში ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (Centers for Disease Control and Prevention) მიხედვით, გრიპთან შედარებით, COVID-19-მა შესაძლოა ადამიანებში უფრო მძიმე დაავადებები გამოიწვიოს. დამატებით, გრიპის მქონე ადამიანებთან შედარებით, COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს სიმპტომების გამოვლენისთვის და იყვნენ ვირუსის გადამდებები უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 

კლიმატისა და ჯანმრთელობის თემების გარშემო ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Health Feedback-მა, რომელიც ენტონი ფაუჩის ვიდეოს მანიპულაციურად გავრცელებულ მონაკვეთსა და მასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ასევე გამოეხმაურა COVID-19 და გრიპის ვირუსი ერთმანეთს შეადარა და სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გრიპის ვირუსთან შედარებით COVID-19-ის ფატალურობის, ორგანოების დაზიანების რისკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების  მაღალი ალბათობა გამოავლინა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის  2020 წლის 3 მარტის განცხადებით, გლობალური მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალებით შემთხვევათა 3,4 % დასრულდა, როცა ეს მაჩვენებელი სეზონური გრიპის ვირუსის შემთხვევაში 1%-ზე ნაკლებია.

COVID-19-ის ვირუსის სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომელმაც გრიპის ვირუსთან შედარებით COVID-19-ის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა გართულების უფრო მაღალი ალბათობა და შედეგად ფატალურობის უფრო მაღალი პროცენტულობა დაადგინა.   

ასევე, აშშ-ში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა შორის ჩატარებულმა კვლევამ სეზონურ გრიპთან შედარებით კოვიდ-19-ის მიერ, ჯანმრთელობის გაუარესებისა და გარდაცვალების უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა.

 შედეგად - მტკიცება, რომ კორონავირუსი გრიპის ვირუსზე ბევრად სუსტია, ყალბია. 

თეგები:
ენტონი ფაუჩი
გრიპი
რომის პაპი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა