სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოა მოცემული, მასზე კი დატანილია რუსულენოვანი წარწერა. პოსტში აღნიშნული რუსული წარწერის ქართული თარგმანი შემდეგნაირია: „ზელენსკი: ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ ჩვენს მიწაზე გერმანელი ჯარისკაცების ყოფნით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, თხოვნით მიმართა, რომ უკრაინაში ბუნდესვერის ჯარები შეიყვანონ. მისი თქმით: «უკრაინელები ყოველთვის უფრო მშვიდად ცხოვრობდნენ გერმანული შტიკების მფარველობის ქვეშ“. რეალურად, პოსტში მოცემული სიტყვები უკრაინის პრეზიდენტს არ ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პოსტი, რუსულ სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვლის პირველ ნახევარში გავრცელდა. სინამდვილეში, ზელენსკის „ციტატის“ პირველწყაროს სატირული ახალი ამბების სააგენტო „Панорама“ წარმოადგენს, რომელიც ყველა პუბლიკაციის დასასრულს უთითებს, რომ „ამ საიტზე განთავსებული ყველა ტექსტი წარმოადგენს რეალობის გროტესკულ პაროდიებს და არა რეალურ ამბებს“.

რეალურად, ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის შეხვედრა ომის დაწყებამდე - 14 თებერვალს, ნამდვილად შედგა. საერთო ბრიფინგის დროს შოლცმა გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო სფეროში გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა: „უკრაინელმა ოფიცრებმა გადამზადება გერმანიაში გაიარეს, ჩვენ მკურნალობთ დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს გერმანულ საავადმყოფოებში და გასულ კვირას, ესტონეთის გავლით, ჩვენ მათ გადავეცით მობილური საველე ჰოსპიტალი“.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის პრესრელიზის თანახმად, კანცლერთან მოლაპარაკების დროს ზელენსკიმ წამოჭრა საკითხი „NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს მექანიზმების გამოყენებით იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენის შესახებ“, თუმცა უკრაინაში გერმანული ჯარების შემოყვანის შესახებ არანაირი მოთხოვნა არ გაჟღერებულა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, კანცლერსა და ზელენსკის შორის გამართულ საუბრებში, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ცალკეულ გამოსვლებში, უკრაინაში გერმანული ჯარების შემოყვანის თაობაზე თხოვნა თუ მოთხოვნა, არანაირი ფორმით არ ყოფილა გაცხადებული.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, ცდილობს მიმდინარე ომის ფონზე წარმოაჩინოს, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინა თავისუფლებისთვის არ იბრძვის და მას სხვა სახელმწიფოს დაქვემდებარებისა და მფარველობის ქვეშ ყოფნა ურჩევნია.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5089 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
9%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი