• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გრიპის ვაქცინაში გადაიტანეს ე.წ კორონა ვირუსის ვაქცინები

დეზინფორმაცია: გრიპის ვაქცინაში გადაიტანეს ე.წ კორონა ვირუსის ვაქცინები

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/12/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: გრიპის ვაქცინაში გადაიტანეს ე.წ კორონა ვირუსის ვაქცინები

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მადისკრედიტირებელი დეზინფორმაცია ვრცელდება. „ალბათ ყველა ამჩნევთ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრის არნახულ პროპაგანდას, როგორც სატელევიზიო, ისე სოციალურ ქსელებში. ეს იმიტომ ხდება, დიდი ალბათობით, რომ ჩვეულებრივ გრიპის ვაქცინაში გადაიტანეს ე.წ კორონა ვირუსის ვაქცინები, რომლებიც მოგეხსენებათ შხამი და ნელი სიკვდილია კაცობრიობის, რადგან ის იწვევს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებს და ამ ვაქცინებით აპირებენ მსოფლიო მოსახლეობის პოპულაციის შემცირებას!“,- წერია გავრცელებულ დეზინფორმაციაში.

მტკიცება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებში გადაიტანეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდულია. 

რაც შეეხება დეზინფორმაციას, თითქოს კოვიდვაქცინების მიზანი მოსახლეობის შემცირებაა, პანდემიის პერიოდში არაერთხელ გავრცელდა. აღნიშნული მტკიცება არის ყალბი ამბავი. (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). რეალურად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გართულების და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებენ, რასაც  არაერთი სამეცნიერო კვლევა და იმუნიზაციის შედეგები ადასტურებს.  

რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ვაქცინა მილიონობით ადამიანს მძიმე ინფექციური დაავადებებით (პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.) ინფიცირებისგან, შემდგომი გართულებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და იმუნიზაციის პროგრამა განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს. ვაქცინა დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიან და დეტალურ შემოწმების რამდენიმე ფაზას გადის, რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება. ვაქცინის დანერგვის შემდეგაც, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. 

რა არის გრიპის ვირუსი და რატომ უნდა ავიცრათ?

სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, იგი აზიანებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები). გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და  ზოგ შემთხვევაში შესაძლოა,  სიკვდილი გამოიწვიოს. სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს.  გრიპი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ის ადამიანიდან ადამიანს  გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებული საგნებთან შეხებით.   

გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია: ბაქტერიული პნევმონია, ყურის ინფექციები, სინუსიტები, ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), თანმხლები ქრონიკული დაავადებების გართულება (როგორიცაა გულის  უკმარისობა, ასთმა ან დიაბეტი).

გრიპის  გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა  და  ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან - 65 წელს ზემოთ პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. 

გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია არის გრიპის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი. გრიპის საწინააღმდეგო   ვაქცინა ამცირებს გრიპით ინფიცირებისა და სერიოზული გართულებების რისკს, რამაც შეიძლება ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის მსგავსად, ვაქცინამ შეიძლება  გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. გრიპის ვაქცინის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქია და თავისთავად ქრება რამდენიმე დღეში. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლო გვერდითი მოვლენებია: ინექციის ადგილას სიწითლე და ტკივილი, ცხელება, თავის ან/და კუნთების ტკივილი, გულისრევა, საერთო სისუსტე.  

დადასტურებული ფაქტია, რომ გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია. ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასობით მილიონი ადამიანი  გართულებების გარეშე აიცრა.

ცნობისთვის, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ადმინისტრირებული ყველა ვაქცინა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის შემუშავებული და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და აღიარებული.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გრიპის ვაქცინა
აცრა
დახმარება
ამერიკა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა