ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს გახსენდებათ, რა რეზოლუციას მოაწერეს ხელი აი ამ ადამიანებმა ომის შემდეგ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ეს იყო კაპიტულანტური, მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუცია და ტექსტი, რომელიც საჯარო დოკუმენტია.

ვერდიქტი: მანიპულირება

ანალიზი

დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა დაიბარა. თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მხარდაჭერილ რეზოლუციას შეეხო და აღნიშნა: „თუ ვინმეს გახსენდებათ, რა რეზოლუციას მოაწერეს ხელი აი ამ ადამიანებმა ომის შემდეგ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ეს იყო კაპიტულანტური, მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუცია და ტექსტი, რომელიც საჯარო დოკუმენტია.“

„ფაქტ-მეტრს“ წარსულში არაერთხელ დაუწერია სტატია აღნიშნული დოკუმენტის შესახებ. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაზეც ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633-ის საშუალებით ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობენ ისაა, რომ თითქოს აღნიშნული რეზოლუცია ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს ანიჭებს. აღნიშნულ საკითხზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია. სხვადასხვა დროს რეზოლუციის ამგვარი ინტერპრეტირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, უმრავლესობის დეპუტატებმა მიხეილ ყაველაშვილმა და გივი მიქანაძემ სცადეს.

ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის ირგვლივ ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციების გავრცელება კვლავაც გრძელდება, „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს.

სინამდვილეში, ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, რეზოლუცია 1633 არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ომის დაწყების საკითხში, არათუ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს, არამედ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარებაა დაგმობილი, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები მოხსენიებულია, როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა.

რეზოლუცია 1633 ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს „outbreak of war”, ხოლო მეხუთე პუნქტში მხოლოდ ესკალაციის ახალ ეტაპზე საუბრობს. შესაბამისად, რეზოლუცია 1633-ით ასამბლეის მიზანი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება რომ ყოფილიყო, ის მეხუთე პუნქტშიც ამ ტერმინს გამოიყენებდა და არა ტერმინს ესკალაციის ახალი ეტაპი. ამგვარად, დოკუმენტის წაკითხვიდან ცალსახაა, რომ ქართული მხარე არ აღიარებს ომის დაწყებას. შესაბამისად, ტყუილია, რომ საქართველოს დელეგაციის ის წევრები, ვინც მხარი დაუჭირა რეზოლუციის მოცემულ ტექსტს, ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ.

ამასთან საყურადღებოა, რეზოლუციის მთლიანი ტექსტის შინაარსი, პათოსი და სულისკვეთება. დოკუმენტის მიღებისას, კენჭისყრამდე, დოკუმენტზე მუშაობისას, რუსულმა მხარემ ე.წ. walk out გააკეთა (პროტესტის ნიშნად შეხვედრის დატოვება), ხოლო უშუალოდ კენჭისყრაზე, 15-წევრიანი რუსული დელეგაციიდან, 14-მა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დოკუმენტი რუსეთის მხარისთვის მიუღებელი იყო. უფრო ვრცელი ანალიზი აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი