• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ბჟეზინსკის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბჟეზინსკის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/11/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებლები სოციალურ ქსელში ზბიგნევ ბჟეზინსკის ყალბ ციტატას ავრცელებენ. პოსტების თანახმად, ზბიგნევ ბჟეზისკიმ 2009 წელს განაცხადა, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგი აშენდება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის ხარჯზე". გავრცელებული ციტატა ყალბია და ის ბჟეზინსკის არ ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-პოსტებში ციტატის წყარო არ არის მოყვანილი, აღნიშნული ციტატის სხვადასხვა ვარიაცია წლების განმავლობაში ქართულ სოციალურ სივრცეში, ასევე რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება. დეზინფორმატორები ამტკიცებენ, რომ ციტატა ბჟეზინსკის წიგნიდან „დიდი საჭადრაკო დაფა -აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“ არის ამოღებული. რეალურად,  ბჟეზინსკის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების და მასთან დაახლოებულ პირებთან ინტერვიუების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ აღნიშნული ციტატა ყალბია და ბჟეზინსკის არ ეკუთვნის. 

ამერიკელ დიპლომატი და ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის წიგნში - „დიდი საჭადრაკო დაფა -აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“, რომელიც 1997 წელს გამოქვეყნდა, რუსეთის განადგურებაზე არსად საუბრობს და პირიქით, რუსეთს ახალი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვან აქტორად მიიჩნევს. იგი წიგნში  რუსეთისა და დასავლეთის პოტენციურ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას. წიგნის მეოთხე თავში („შავი ხვრელი“) რუსეთისა და დასავლეთის დაახლოების შესახებ ბჟეზინსკი შემდეგნაირად წერს: „რა არის რუსეთის და სად არის რუსეთის“ რედეფინიციის პროცესი, მოხდებოდა, ალბათ, მხოლოდ თანდათანობით და, ამისთვის, დასავლეთმა უნდა დაიკავოს ბრძნული და მტკიცე პოზიცია. ამერიკასა და ევროპას მოუწევთ მას დაეხმარონ. მათ რუსეთს უნდა შესთავაზონ არა მარტო სპეციალური ხელშეკრულების დადება ანდა ნატოსთან ქარტია, არამედ რუსეთთან ერთად თანამშრომლობის ტრანსკონტინენტური იმ სისტემის მომავალი შესაძლებელი ფორმის შესწავლის პროცესის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვანწილად სცილდება ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ბუნდოვანი სისტემის ფარგლებს“.

ამასთან ერთად, გავრცელებულ ყალბ ციტატებთან დაკავშირებით ბჟეზინსკის კოლეგები Polygraph-თან კომენტარში აცხადებენ, რომ ყალბი ციტატის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია, ხოლო ბჟეზინსკი, სინამდვილეში, რუსეთის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ რუსეთი დემოკრატიისკენ და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ შემობრუნდებოდა. 2012 წელს PBS NewsHour-თან ინტერვიუში ბჟეზინსკი აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობდა. 

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ზბიგნევ ბჟეზინსკი
კრიშტიანუ რონალდუ
ფულადი გზავნილები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა