• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

16/11/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებლებმა 2022 წლის 8 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. კერძოდ, ამერიკის ორი შტატის - პენსილვანიისა და ტენესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გარდაცვლილი კანდიდატების მიერ ხმების მიღება არჩევნების სანდოობისა და დემოკრატიული პროცესების ეჭვქვეშ დაყენებისთვის გამოიყენეს. რეალურად, ორი გარდაცვლილი კანდიდატი ენტონი დელუკა და ბარბარა ლი კუპერი საარჩევნო ბიულეტენებში ნამდვილად ფიქსირდებოდნენ და ენტონი დელუკამ ხმების  85% ნამდვილად მიიღო, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის კონტექსტის გარეშე გაშუქება და ამით არჩევნების გაყალბებულად წარმოჩენა, ინფორმაციით მანიპულირების მაგალითია.

ენტონი დელუკა, რომელიც პენსილვანიის შტატში დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, 2022 წლის 9 ოქტომბერს ლიმფომით გარდაიცვალა. პენსილვანიის შტატის კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ჩანაცვლება ახალი კანდიდატით უკვე დაბეჭდილ ბიულეტენში არ არის შესაძლებელი. კანდიდატების მიერ სიიდან თავიანთი თავის ამოწერის ბოლო ვადა 2022 წლის 15 აგვისტო იყო. 28 ოქტომბერს კი გადაცემული სიების შესაბამისად ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. შესაბამისად,  დემოკრატიულმა პარტიამ 9 ოქტომბერს გარდაცვლილი ენტონი დელუკას ახალი კანდიდატით ჩანაცვლება ვერ შეძლო. პენსილვანიის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით,  „საარჩევნო კოდექსში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დაბეჭდილი ბიულეტენიდან კანდიდატის სახელის ამოღებას და მის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს“. 

დელუკამ არჩევნები 85,9%-ით მოიგო და მწვანეთა პარტიის კანდიდატი ქეიონა ლივინგსტონი დაამარცხა. შტატის კანონმდებლობის თანახმად, დელუკას ადგილის დასაკავებლად სპეციალური არჩევნები ჩატარდება.

რაც შეეხება ბარბარა ლი კუპერს, იგი ტენესის შტატში დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა. კუპერი არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 2022 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც, ახალი კანდიდატურის დასახელების ვადები უკვე გასული იყო და შესაბამისად, სპეციალური არჩევნები მოგვიანებით დაინიშნება.

 -----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ვახტანგ დემურია
შუალედური არჩევნები
პენსილვანია
ტენესი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის არჩეული მერების ბედს

    ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

    არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე, რეზერვების მოცულობა მხოლოდ 570 მლნ დოლარით გაიზარდა

    1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა