• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს

დეზინფორმაცია: ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/11/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გვერდებმა „ლიდერი 41“ და „Newsagency.ge“ პოსტად ლევან ბერძენიშვილის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელზეც დატანილია წარწერა „ილია იყო მოთამაშე, ლოთი და მოძალადე ადამიანი. მის ნაწარმოებებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია“. პოსტები მომხმარებელს უჩენს შთაბეჭდილებას, რომ ლევან ბერძენიშვილმა ილია ჭავჭავაძე უარყოფითად მოიხსენია. რეალურად, ლევან ბერძენიშვილს ილია ჭავჭავაძის მისამართით აღნიშნული სიტყვები არ უთქვამს და ციტატა გამოგონილია. უფრო მეტიც, ის გადაცემაში „წიგნები“, ილია ჭავჭავაძეს დიდებულ პიროვნებად და ერის მამად მოიხსენიებს. 

სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ციტატა ბერძენიშვილის 2 წლის წინანდელ ვიდეოგადაცემიდან „წიგნები“ - ერთ-ერთი მონაკვეთის დამახინჯებულ ვერსიას წარმოადგენს. გადაცემაში ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძეზე საუბრისას აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ის როგორც წმინდანი შესაძლებელია ვინმემ ვერ წარმოიდგინოს, რომ ის იყო „აბსოლუტურად ცოცხალი ადამიანი, ბანქოს მოთამაშე, ძალიან სერიოზული აზარტის მქონე კაცი, კარგი თამადა და მოქეიფე, უაღრესად მორალური, ამავე დროს უაღრესად ევროპული“. 

ამასთან, ბერძენიშვილი გადაცემის დასაწყისშივე ილია ჭავჭავაძეს შესანიშნავი ფიგურას უწოდებს, რომელიც საქართველოს მეფეების, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების „გვერდით და მათ ზემოთ“ უნდა განიხილებოდეს - „ილია არის მწერალიც, საზოგადო მოღვაწე და ქართველი ხალხის მამა, ... რომელმაც როდესაც იყო ღრმა ეროვნული პესიმიზმი, დანერგა იდეა ეროვნული აღორძინების და გადაარჩინა საქართველო და ქართველი ხალხი დავიწყებას, ისტორიაში ჩაკარგვას და აღადგინა ის ხალხი, რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფო“. 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ლევან ბერძენიშვილი
კრიშტიანუ რონალდუ
ილია მეორე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა