• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გეგმავენ, თუ - არა ავსტრალიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ცხოველების ვაქცინაციას?

გეგმავენ, თუ - არა ავსტრალიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ცხოველების ვაქცინაციას?

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/10/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2023 წლიდან ავსტრალიის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ  პირუტყვის ვაქცინაციას  გეგმავს. 

პოსტის მტკიცებულებად ატვირთულ ვიდეოში მთხრობელი  ავსტრალიის მთავრობის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით (იგულისხმება mRNA ვაქცინები) ცხოველების ვაქცინაციის გეგმაზე საუბრობს. ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ ცოტა ხანში ყველა სახის ხორცი, რომელსაც ავსტრალიაში მიირთმევენ, ამ ახალი ვაქცინის ნაწილაკებით იქნება დაბინძურებული.  

ვიდეოში მამაკაცს ხელში დოკუმენტი უჭირავს, რომელიც ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის (New South Wales – NSW, რეგიონი/შტატი ავსტრალიაში) მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს წარმოადგენს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობა ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Tiba Biotech-თან  ცხოველებისთვის ახალი mRNA ტექნოლოგიაზე მომუშავე ვაქცინების შესამუშავებლად მუშაობს. საუბარია ხელის, ფეხისა და პირის დაავადების (FMD disease) და ცხოველების კანის სიმსივნის (Lumpy Skin Disease) საწინააღმდეგო ვაქცინებზე. 

ახალი სამხრეთ უელსის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ცხოველებში გავრცელებულ ამ დაავადებებს ძალიან სერიოზულად უდგებიან და ახალი ვაქცინების წარმოება დაავადებების პოტენციური გავრცელების შესაკავებლად და ავსტრალიის თითქმის 29 მილიარდ დოლარიანი მეცხოველეობის ინდუსტრიის დასაცავად  მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ მიმართა ვაქცინის მწარმოებლებს, დაიწყონ ამ ვაქცინებზე მუშაობა და ახალი სამხრეთ უელსის ტერიტორიაზე 2023 წლის აგვისტოსთვის ვაქცინების წარმოება უკვე შესაძლებელი იყოს.  

გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ასახულია ამ საკითხთან დაკავშირებული მთავრობის წევრების კომენტარები და განცხადებები. ახალი სამხრეთ უელსის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დუგალდ სანდერსი აღნიშნავს, რომ ამჟამად FMD-ის წინააღმდეგ გამოყენებაში არსებული ვაქცინები თავად ვირუსს იყენებენ, ხოლო კანის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინები საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, „ახალი mRNA ვაქცინების შექმნა, რომელიც ამ დაავადებებს შეებრძოლება გარდამტეხი ეფექტის მომტანი იქნება ინდუსტრიისთვის“. ამას გარდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ „mRNA ვაქცინები არის უფრო იაფი, მათი წარმოება ხდება გაცილებით სწრაფად, აქვთ მაღალი ეფექტურობა და არის სრულიად უსაფრთხო“. 

ვიდეოში, მთხრობელი ასევე საუბრობს, mRNA ვაქცინით ცხოველების ხორცის დაბინძურების შესახებ, რასაც შესაძლოა მომხმარებლებზე მავნე ზეგავლენა ჰქონდეს. mRNA ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთი კვალიფიციური სამედიცინო კვლევა არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ mRNA ვაქცინები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ე.წ. ტრადიციული ვაქცინები. აღნიშნული ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა ადამიანისთვის უფრო უსაფრთხოა, რადგან მათი შემუშავებისთვის, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ნაკლები ინფექციური ელემენტი გამოიყენება. mRNA ვაქცინების წარმოებას ასევე მთელი რიგი უპირატესობები აქვს ტრადიციულ ვაქცინებთან შედარებით. წარმოების პროცესი გაცილებით სწრაფი და მოქნილია და საჭიროების შემთხვევაში ვაქცინის მოდიფიკაციაც ბევრად მარტივად და სწრაფად ხდება (იხილეთ ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის NCBI - ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუტის კვლევა, ასევე ევროპული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საინფორმაციო ბიულეტენი).

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ 65 მილიონი დოლარის ინვესტიცია ცხოველთა დაავადებებთან გასამკლავებლად და მათი პრევენციისთვის უკვე გამოყო.

შესაბამისად, არც პოსტში ატვირთულ ვიდეოში და არც ამ ვიდეოში ნაჩვენებ დოკუმენტში არ არის საუბარი ცხოველების (პირუტყვის) კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე, როგორც ამას პოსტის ავტორი ამტკიცებს. ახალი სამხრეთ უელსის მთავრობა  ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობით გეგმავს, FMD და კანის სიმსივნის დაავადებების წინააღმდეგ (რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია ავსტრალიაში და საფრთხეს უქმნის მის ბიოუსაფრთხოებასა და მეცხოველეობის ინდუსტრიას) - ახალი mRNA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების განვითარებას, ხელი შეუწყოს.     

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ავსტრალია
ცხოველები
კოვიდვაქცინაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა