• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კონსპირაცია: ებრაელებმა ათწლეულებით ადრე დაგეგმეს 11 სექტემბრის ტერაქტი

კონსპირაცია: ებრაელებმა ათწლეულებით ადრე დაგეგმეს 11 სექტემბრის ტერაქტი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/10/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ავტორის მტკიცებით გამოსახულია 1968 წლის ისრაელის შეკელი (ფულის ერთეული ისრაელში), „33 წლით ადრე 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტამდე“ (იგულისხმება 11 სექტემბრის ტერაქტი). სურათზე ნაჩვენებ „მონეტაზე“ ჩანს თვითმფრინავი, რომელიც ერთი შეხედვით ორი მოგრძო ფორმის ფიგურის მიმართულებით მიფრინავს, რაც ავტორების აზრით 11 სექტემბერს ტერაქტის დროს დანგრეულ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის „ტყუპ“ ცათამბჯენებს განასახიერებს.

 

სინამდვილეში, სურათზე გამოსახული „მონეტა“ არა 1968 წლის შეკელს, არამედ 1967 წელს მომხდარი ექვსდღიანი ომის სამახსოვრო მედალს წარმოადგენს, რომელიც იმავე 1967 წელს გამოიცა. ექვსდღიანი ომი ისრაელის ტრიუმფალურ სამხედრო კამპანიის დასახელებაა, როდესაც 1967 წელს ისრაელმა, ექვს დღეში დაამარცხა ეგვიპტის, სირიის და იორდანიის არმიები, დაიკავა სინაის ნახევარკუნძული, გოლანის მაღლობები, ღაზას სექტორი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი (West Bank) და იერუსალიმის აღმოსავლეთ, არაბული ნაწილი.

მედლის წინა მხარეს (იხილეთ ქვემოთ სურათი) გამოსახულია ისრაელის დროშა, ხმალი და ზეთისხილის რტო, ასევე საფრანგეთის ეროვნული დევიზის (თავისუფლება, ძმობა, თანასწორობა - Liberté, égalité, fraternité) შეცვლილი ვერსია - თავისუფლება, მშვიდობა, ძმობა. დროშის ქვემოთ ასევე არის წარწერა „დავითის ვარსკვლავის ქვეშ, ექვსდღიანი კამპანია“ და  ექვსდღიანი ომის პერიოდი შესაბამისი თარიღებით არის მითითებული. 

 

მედლის უკანა მხარეს (იხილეთ სურათი ქვემოთ), რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში (და არა მხოლოდ) გავრცელდა, როგორც 11 სექტემბრის ტერაქტის „წინასწარმეტყველება“ და ერთგვარი კონსპირაცია, რომ ებრაელებმა ათწლეულებით ადრე იცოდნენ ამ ტერაქტის შესახებ, ან თავად დაგეგმეს მისი განხორციელება - გამოსახულია თვითმფრინავი, ტანკი და თორა (საღვთო წიგნი იუდაიზმში, ძველი აღთქმის პირველი 5 წიგნის ერთობლიობა), ხოლო მედლის ირგვლივ კიდეზე არის ებრაული წარწერები. 

 

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათზე გამოსახულია 1967 წელს გამოცემული სამახსოვრო მედალი და არა 1968 წლის შეკელის მონეტა (შეკელის მონეტები ისრაელში ხმარებაში 1980 წლიდან შემოვიდა). მედალზე დატანილი ორი მოგრძო ფიგურა კი არა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები, არამედ ებრაული საღვთო წიგნის - თორას გრაგნილის გამოსახულებებია (ცნობისთვის ტყუპების მშენებლობა ნიუ-იორკში 1968 წელს დაიწყო და 1973 წელს დასრულდა).

აღსანიშნავია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ირგვლივ, რომელსაც 3,000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, უამრავი შეთქმულების თეორია არსებობს და სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული სურათიც ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სკოლა
შეკელი
დასაქმება
მერკელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა