• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ცნობილი ადამიანები არარეალურები არიან

დეზინფორმაცია: ცნობილი ადამიანები არარეალურები არიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/10/2022
სატირა
ფაქტი შეიცავს გაზვიადებას, ირონიას, სარკაზმს ან სატირას, აბსურდულია და რიგითი ადამიანი მას სატირად ვერ აღიქვამს
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ცნობილი ადამიანების გარეგნობის მქონე რობოტების კადრები შემდეგ აღწერასთან ერთად ჩანს: „პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს უკვე რეალობაა და რომ ცნობილი ადამიანები შესაძლოა არარეალურნიც იყვნენ...“. 15 სექტემბერს Facebook-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ დეზინფორმაციას  დღემდე 121 გაზიარება აქვს.  მსგავსი შინაარსის მტკიცება, რომ თითქოს ცნობილი და გავლენიანი ადამიანები რობოტებით ან ორეულებით არიან ჩანაცვლებულები, ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის ნაწილია და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

ვიდეოს თავდაპირველი ვერსია TikTok პლატფორმაზე მოჩვენებების, არარეალური მოვლენებისა და კონსპირაციული შინაარსის ვიდეოების გამოქვეყნებით ცნობილმა ანგარიშმა 10 სექტემბერს გაავრცელა. TikTok ანგარიშმა მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული ვიდეოები წარსულშიც გამოაქვეყნა (ბმული 1; ბმული 2).

დეზინფორმაცია ილონ მასკის შესახებ 

სინამდვილეში, ვიდეოს ერთ-ერთი კადრი, რომელშიც ილონ მასკის გამოსახულების რობოტი ადამიანის სახის მოძრაობებს ზედმიწევნით იმეორებს, ყალბია და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს - ე.ი. ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. გაყალბებული ვიდეო სახუმარო შინაარსისაა და Deepfake ვიდეოების დამზადებით ცნობილმა ვებგვერდმა „The fakening“ 2019 წელს შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „თუ ჩემი ვიდეოებიდან ერთ-ერთმა მაინც გაგაცინათ ან რეალობაში დაგაეჭვათ, მაშინ ეს ყოველივე ამად ღირდა“. 

                                       

კადრი facebook-ზე გავრცელებული ვიდეოდან                               კადრი deepfake ვიდეოდან

„The Fakening“-ის მიერ Youtube პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ვიდეოს აღწერაში ვიდეოს ყალბი შინაარსის შესახებ მითითება თვალსაჩინოა. მას წარწერა DeepFake და თეგები #ai #artificialintelligence #deepfake ერთვის თან.

სინამდვილეში,  ვიდეოს თავდაპირველი ვერსია იაპონელი არტისტის, ტაკაიუკი ტოდოს, მიერ ტექნოლოგიებში ადამიანის გამომეტყველებისა და თვალის კონტაქტის გამოყენების შესაძლებლობების აღმოჩენისთვის შექმნილ რობოტს SEER-ს (Simulative Emotional Expression Robot) ასახავს, რომელსაც ადამიანთან  თვალის კონტაქტის დამყარება და ადამიანის გამომეტყველების გამეორება შეუძლია.  

კადრი თავდაპირველად გამოქვეყნებული ორიგინალი ვიდეოდან

დეზინფორმაცია მარკ ცუკერბერგის შესახებ

Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ვიდეოში ასევე ნაჩვენებია კადრები, რომლებიც   მარკ ცუკერბერგის რეალურობაში დაეჭვებასაც ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ხშირად სახუმარო შინაარსით გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ თითქოს ის რობოტია, მის სპეციფიკურ საუბრის მანერასა და ქცევებზე დაკვირვებას ეფუძნება. სინამდვილეში, NBC News-თან მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ საჯარო საუბრისას რობოტის მსგავსად მართლაც იქცევა და ჩვეულებრივ საკუთარი თავის გამოხატვის დროს სირთულეებს განიცდის.

მარკ ცუკერბერგთან ჩაწერილ ვიდეოში კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა ლექს ფრიდმანმა ხუმრობით მას სურათების თავსატეხის ამოხსნა სთხოვა, რასაც Facebook-ის დამფუძნებელმა თავი წარმატებით გაართვა. ცნობისთვის, თავსატეხის საშუალებით ვებ-გვერდის მომხმარებლებს სურათების წყებიდან კონკრეტული გამოსახულების ამოცნობას სთხოვენ, თავსატეხის ამოხსნა კი, ადამიანებისგან განსხვავებით, კომპიუტერული ალგორითმებისთვის დღემდე შეუძლებელია.

დეზინფორმაცია პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ 

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოქმედებებისა და გამომეტყველების არაბუნებრიობაზე დაკვირვებით მათ არარეალურობაში საზოგადოების დარწმუნებასაც ისახავს მიზნად. TikTok ანგარიშმა, რომელიც facebook-პლატფორმაზე გავრცელებული ვიდეოს ავტორია,  მსგავსი შინაარსის დეზინფორმაციული ვიდეო წარსულშიც გამოაქვეყნა. 

                            

რეალურად,  გავრცელებულ ვიდეოებში მადამ ტიუსოს მუზეუმის მიერ დამზადებული ცვილის ფიგურები და ნიღბებია ასახული. მათი გამოყენებით ადამიანები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის იმიტაციას ახდენენ. მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ფიგურები, რომლებიც ბრიტანულ სატელევიზიო შოუ Britain’s Got Talent-ში წარადგინეს, პირველი „ცოცხალი“ ცვილის ფიგურებია. 

მუზეუმის ვებგვერდმა ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. მათზე გამოსახული პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გარეგნობის ფიგურები Britain’s Got Talent-ის სცენის წინ და ბრიტანული სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლების ცვილის ფიგურებთან ერთად დგანან.

   

YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომლის კადრები ემთხვევა facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს კადრებს, შემდეგი აღწერა ახლავს თან: „პრინცი ჰარი და მეგანი ეწვივნენ მადამ ტიუსოს ლონდონში და ჩვენ მათ სანახავად ვიყავით! დაათვალიერეთ საოცარი ნიღბები! ისინი ძალიან რეალურად გამოიყურებოდნენ!...“  

დეზინფორმაცია დონალდ ტრამპის შესახებ 

Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მსგავსი რობოტის კადრებიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ რობოტის კადრები ნამდვილია, ვიდეოს შინაარსი, თითქოს დონალდ ტრამპი არარეალურია და ის რობოტით არის ჩანაცვლებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციისთვის, Google-ის საძიებო სისტემაში დონალდ ტრამპის რობოტის ძიებისას 2017 წელს Disney-ს რობოტექნიკის სპეციალისტების მიერ შექმნილი დონალდ ტრამპის გარეგნობის რობოტი იძებნება. რობოტი თემატურ პარკში აშშ-ს სხვა პრეზიდენტების ფიგურებთან ერთად 25-წუთიან შოუზე წარმოადგინეს და შემდეგ პრეზიდენტთა დარბაზში განათავსეს. ფიგურები ამერიკის შეერთებული შტატების  ისტორიის გზამკვლევის დანიშნულებას ატარებს. შესაბამისად, მიზნად ნამდვილი ადამიანების ჩანაცვლებას არ ისახავს.


 კადრი facebook-ზე გავრცელებული ვიდეოდან

დონალდ ტრამპის რობოტი ყოფილი პრეზიდენტების ფიგურების წინ  Walt Disney World-ის შოუზე

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა