• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით რედაქტირებული ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/10/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო ვრცელდება. პოსტებზე თანდართული აღწერების თანახმად, ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული იერიშების გამო შეშინებულია, რაც პოსტებში მოცემულ ფოტოზე აისახება. „ყირიმის ხიდზე აფეთქების მერე სულ მჟავე სიფათზეა.. Бить будете, папаша.. 😂🤣😂“, „ კიევის თავზე რაკეტების წვიმა მოდის და ეს ჯერკიდევ დასაწყისია, ამ დროს კი " გ მ ი რ ი " ზელენსკი თურმე არ უშინდება და პირდაპირ ქუჩიდან, " ვ ი დ ე ო ს წერს!!! " თან უბრალოდ ვიდეოს კი არა, უშიშარ ვიდესო. “,- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში. რეალურად, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ პოსტებს თანდართული პრეზიდენტ ზელენსკის ფოტოები დარედაქტირებულია. 

სინამდვილეში, პოსტებში მოცემული ფოტო პრეზიდენტ ზელენსკის 2022 წლის 3 აპრილის ვიდეო-მიმართვიდანაა ამოჭრილი. პრეზიდენტი 10-წუთიან ვიდეოში უკრაინელი მებრძოლების მიერ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონების გარკვეულ ადგილებში კონტროლის აღდგენის შესახებ საუბრობდა და უკრაინელ მებრძოლებს მადლობას უხდიდა.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ 10 ოქტომბერს კიევსა და სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს, რომლებსაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო მონაცემებით 19 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 105 დაიჭრა, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ასევე ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. 

მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას საქმე ტერორისტებთან აქვს, რომელთაც ორი სამიზნე აქვს - ენერგეტიკული ობიექტები და უკრაინელი ხალხი და ამასთანავე, მან მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. 

ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა: „დღევანდელი დილა მძიმეა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ. ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის ოლქი და ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი და დნიპრო, ვინიცა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის ოლქი, კიროვოგრადის ოლქი, ქვეყნის სამხრეთი. მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ისინი გამოუსწორებელნი არიან.

მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი მიზნები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს დანგრეულს.

შეიძლება ახლა ელექტროენერგია დროებით გაითიშოს, მაგრამ არასოდეს მოხდება ჩვენი თავდაჯერებულობის გათიშვა - გამარჯვებაში თავდაჯერებულობის.

რატომ ზუსტად ასეთი დარტყმები? მტერს უნდა, რომ გვეშინოდეს, სურს ხალხი გაიქცეს მაგრამ ჩვენ მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია და ამას ვაჩვენებთ ბრძოლის ველზე. ასე გაგრძელდება. ამჟამად მაშველები მუშაობენ. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. უკვე ჩამოგდებულია 38 საჰაერო სამიზნე.

გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში. ჩვენი სამხედროების დახმარების წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების წესები და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა არსებობდა ამ მტრის გამოჩენამდე და უკრაინა იარსებებს მის შემდეგაც“. 

ამდენად, ნათელია, რომ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ზელენსკის რედაქტირებული ფოტო მისი დისკრედიტაციის მიზნით არის გავრცელებული.

--------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ღაზა
ნინო ლომჯარია
ევროსაბჭოს რეზოლუცია
დეგნანი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა