ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო უწყებებმა ჯამში, მივლინებებში 48.1 მლნ ლარი დახარჯეს. 2020 წელს სამივლინებო ხარჯმა 57.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში კიდევ უფრო მეტი თანხა - 83.3 მლნ ლარი დახარჯეს. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის სახელმწიფო უწყებების სამივლინებო ხარჯი - 2014 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალია, თანაც ამ პერიოდის განმავლობაში 2019 წლის ჩათვლით, სამივლინებო ხარჯი ყოველწლიურად იზრდებოდა. კლება მხოლოდ 2020 წლიდან ფიქსირდება და პანდემიური წლის მიუხედავად (როდესაც ქვეყანა თითქმის სრული ჩაკეტვის და ყოველგვარი აქტივობის შეჩერების პირობებში ცხოვრობდა), აღნიშნულ წელს მივლინებებზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე გასულ წელს.

უფრო დეტალურად, 2021 წელს საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯმა 1.1 მლნ ლარი შეადგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მივლინებებზე 1.3 მლნ ლარი დახარჯა, მთავრობის ადმინისტრაციამ - 1.6 მლნ ლარი.

რაც შეეხება ცალკეული სამინისტროების სამივლინებო ხარჯებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: სამინისტროების სამივლინებო ხარჯები

წყარო: ბიუჯეტის მონიტორინგი

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2021 წელს მივლინებებზე ყველაზე დიდი ხარჯი თავდაცვის,

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების და მეცნიერების სამინისტროებმა გასწიეს. მივლინებებში ყველაზე მცირე თანხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა.

რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა - 83.3 მლნ ლარი, 2019 წელს დახარჯეს. აღნიშნულ წელს, ყველა სამინისტროს სამივლინებო ხარჯი, შესაბამისად, ყველაზე მაღალი იყო.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი