• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როდის გაგრძელდება ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროექტი -  კითხვა, რომელზეც პასუხი არც მერიას და არც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ აქვს

როდის გაგრძელდება ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროექტი - კითხვა, რომელზეც პასუხი არც მერიას და არც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ აქვს

ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის (რიონისპირა სახლების) რეაბილიტაციას მოსახლეობას არაერთხელ დაჰპირდა

30/09/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის (რიონისპირა სახლების) რეაბილიტაციას მოსახლეობას არაერთხელ დაჰპირდა. პროექტის განხორციელების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა.  განცხადების თანახმად, ტენდერი 2019 წელს გამოცხადდებოდა, ხოლო სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდებოდა. 

ისტორიული უბნის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის 25 აპრილს მართლაც გამოაცხადა  ელექტრონული ტენდერი, რომელშიც შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა. სახელშეკრულებო ღირებულება 799 999 ლარით განისაზღვრა. 

დოკუმენტაციის თანახმად, პროექტირება სამ ნაწილად, პარალელურ რეჟიმში, განხორციელდებოდა. პირველი ნაწილი მარჯვენა სანაპიროზე არსებულ 17 სახლს მოიცავდა, მეორე - მარცხენა სანაპიროზე არსებულ 12 სახლს, ხოლო მესამე ნაწილი - ასევე მარცხენა სანაპიროზე დარჩენილ 12 სახლს. სამუშაოები ხუთ ეტაპად დაიყო და ყოველი ეტაპის ჩაბარებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრა.

ირკვევა, რომ შემსყიდველმა კომპანიისგან პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები ჩაიბარა და 191 840 ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ, 2020 წლის 1 ივნისს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი გაუგზავნა. გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ „კარკასმა“ მესამე ეტაპის სამუშაოები (ესკიზური ნახაზები) სრულად და ხარისხობრივად არ მიაწოდა და ჩაბარების ვადებიც დაარღვია. 

შპს „კარკასმა“ მგფ-ის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია და მის წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. „ფაქტ-მეტრი“ კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა. „პირველი ინსტანცია ჩვენ მოვიგეთ. მერე მგფ-მა გაასაჩივრა. საინტერესო ისაა, რომ მორიგებაზე არ მოდიან. შენობები ინგრევა. იქ არიან ოჯახები, რომლებიც მერიამ ქირით გაიყვანა. სამი წელი გავიდა და ვეუბნებით, რომ აქამდე ათჯერ გაკეთდებოდა ეგ საქმე და ქუთაისი მიიღებდა ინფრასტრუქტურულად ძალიან მაგარ ობიექტს  და მოსახლეობაც ამოისუნთქავდა... ჩვენ დაგვაზარალეს, რაც გავაკეთეთ, იმის თანხაც არ მოგვცეს. ოთხი ადამიანი გარდაგვეცვალა ისე, რომ ხელფასები ვერ აიღეს. სანამ დავა მიმდინარეობს, მანამდე ტენდერსაც ვერ აცხადებენ. ორი ნაწილი ჩაბარებული გვაქვს, მოიწონეს და მესამე არ მოსწონთ. მესამე ნაწილი იმ ორი ნაწილის საფუძველზე გაკეთდა და დაიხვეწა. რომ იძახიან, ვადის გადაცილებაო, ეს სახლები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში შვიდი საბჭო გავიარეთ. წარმოიდგინეთ, თითო საბჭოზე გადის ორი ან სამი სახლი. საბჭო კვირაში ერთხელ იმართება. დათვალეთ ახლა, ორმოცდაერთ სახლს რამდენი დრო დასჭირდებოდა. თან პანდემიის დროს ეს შეჩერებული იყო. ეს წერილობით დაფიქსირებული გვაქვს. ახლა დამოკიდებული ვართ სასამართლოზე. ესენი [მგფ] არ გველაპარაკებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ ქუთაისის გაკეთება გვინდა და ესენი ხელს გვიშლიან. ეს დროში გაიწელება და მანამდე ინგრევა იქ ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ მეორე ინსტანციასაც მოვიგებთ“, - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

ჩვენ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც გამოვითხოვეთ. უწყებამ მოგვწერა, დანართი 1 რომ მის კომპეტენციაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა შედის და შესაბამისად, მგფ სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების ვადებსა და დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. ფონდის წერილის თანახმად, მხარეებს შორის დავის საგანია დოკუმენტაციის მოცულობა და ღირებულება. სასამართლო დავა კვლავ მიმდინარეობს. 

საინტერესოა, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინ, ქუთაისის მერი (იმ დროს, მერობის კანდიდატი) იოსებ ხახალეიშვილი, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში, მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა, რა დროსაც მან რიონისპირა სახლების პროექტიც ახსენა: „ეს პროექტი [რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია] არის ცალსახად გაგრძელებადი პროექტი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტს. ის შეფერხება, რომელიც გამოწვეული იყო დამკვეთსა და შემსრულებელს შორის სასამართლო პროცესით, დასრულებულია. შეთანხმება მიღწეულია და აქედან გამომდინარე, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდი გვეუბნება, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და შემდეგ, შესაბამისად, დაიწყება რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია.“

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რის საფუძველზე განაცხადა ქუთაისის მერმა, რომ საქართველოს მუნიციპალურ ფონდსა და შპს „კარკასს“ შორის მიღწეულია შეთანხმება, ასევე, როდის განახლდება პროექტზე მუშაობა.  კომენტარისთვის ქუთაისის მერიას მივმართეთ. შესაბამისმა სამსახურმა გვირჩია, რომ ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული კითხვები დავსვით, დანართი 2 მერიამ მოკლედ მოგვწერა, რომ ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. წერილში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გააკეთა მერმა აღნიშნული განცხადება, ან როდის გაგრძელდება პროექტი.  დანართი 3

ერთადერთი, რაც ელექტრონულად მოწოდებული პასუხიდან გაირკვა, არის მონაცემები სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე არსებული სახიფათო სახლებიდან ქირით გაყვანილი ოჯახებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ (აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ იმავე წერილით გამოვითხოვეთ). არსებული მდგომარეობით, მიმდინარე წლის აპრილიდან უსაფრთხო საცხოვრებელში ქირით გადაყვანილია  ორი ოჯახი. ერთი ოჯახისთვის, ყოველთვიურად, ქირის სახით, განსაზღვრულია 315 ლარი და 80 თეთრი. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა შედეგით დასრულდება დავა მხარეებს შორის. „კარკასის“ წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ მეორე ინსტანციაშიც მოიგებს, თუმცა იმის იმედი, რომ ამით კონფლიქტი ამოიწურება, არ აქვს. ქუთაისის მერია პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს არ პასუხობს და მუნიციპალური განვითარების ფონდზე მიგვითითებს. ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენებ განცხადებაში იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ პროექტის გაგრძელების შესახებ მგფ-ს ინფორმაციას ეყრდნობა. მგფ-დან მიღებული პასუხი კი ცხადყოფს, რომ უწყებას ამ კითხვაზე პასუხი თვითონაც არ აქვს. 

ქუთაისელების გარკვეული ნაწილი კი, უკვე წლებია, საუბრობს, რომ ისტორიული უბნების სწორ განაშენიანებას, იერსახის შენარჩუნებას, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიკეთის მოტანა შეუძლია. 

„ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლება ვერ ხედავს, რამდენად მომგებიანი იქნება ამ პროექტის განხორციელება ქუთაისისთვის. ყოველი არჩევნების წინ ვისმენთ, რომ ახლა დაიწყება და დაიძვრება პროცესი. ადგილობრივ ხელისუფლებას ამისთვის არც ფინანსები აქვს და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ - არც ხედვა. ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩემი აზრით, საერთოდ არ ადარდებს ქუთაისთან დაკავშირებული თემები და პრობლემები. მათ რომ ნება ჰქონდეთ, ეს პროექტი დიდი ხნის წინ დაიწყებოდა და ახლა აქტიურ ფაზაში იქნებოდა. ჩნდება კითხვებიც: თუ პროექტი არ ვარგოდა, კომპანიას პირველი და მეორე ეტაპების თანხა რატომ გადაუხადეს? ხომ შეიძლებოდა, თუ პროექტში რაღაც არ მოეწონათ, ამავე კომპანიასთან მიეღწიათ შეთანხმებისთვის და შეესწორებინათ? სასამართლო დავამ უსასრულოდ გააჭიანურა პროცესი და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ არც აინტერესებდათ ამ პროექტის განხორციელება? მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვაა. ამასობაში დრო გადის და ქალაქი პერსპექტივას კარგავს. ის შენობები არის ავარიული. მგონია, უმეტესობა აღდგენასა და გამაგრებას არც კი ექვემდებარება. არსებობს რისკი, რომ ტერიტორიები დანაწევრდეს და რაღაც ქაოსური მშენებლობების პროცესი მივიღოთ, რადგან ქალაქს გეგმაც კი არ აქვს. მე გიდი ვარ და უამრავ ტურისტს უკითხავს ჩემთვის, რატომ არის ეს ულამაზესი ადგილები ასეთი მოუვლელი. ვფიქრობ, ვერც მფლობელები, ვერც ხელისუფლება ვერ ხვდება ისტორიული უბნის რეაბილიტაციას რამხელა ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია ქალაქისთვის. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კი, როგორც ჩანს, აბსოლუტურად არ აინტერესებს. ესაა ქალაქისადმი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ამ ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისთვისაც ეს მტკივნეული პრობლემაა. ჩვენ ვგრძნობთ საფრთხეს, რომ შესაძლოა, ქუთაისშიც დაიწყოს ძველი უბნების განადგურების პროცესი ისევე, როგორც ეს ბათუმსა და თბილისში მოხდა. ქუთაისს მართლაც აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ გახდეს მიმზიდველი არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის. ამისთვის ქალაქს სჭირდება გულშემატკივარი და პასუხისმგებლობიანი ხელმძღვანელი, რომელსაც ექნება ხედვა, ეცოდინება ქუთაისის ისტორია და ექნება პატივისცემა მის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ის შეძლებს, გაიზიაროს მოსახლეობის იმ ნაწილის პოზიცია, რომელიც ამ საკითხებში კარგად ერკვევა“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ ჟურნალისტი, გიდი და სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძე. 

ქუთაისის ისტორიული საცხოვრებელი უბნის რეაბილიტაციას არაერთი მოქალაქე იმედით ელოდება. ისინი თვლიან, რომ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვამ ძალიან დააზარალა, რადგან, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დატოვა. ისინი ახლა ტურისტულ ცენტრად გადაქცევას იმედით ელოდებიან და სჯერათ, რომ ეს მათ შემოსავალზე დადებითად აისახება. 

თეგები:
ქუთაისი
რიონისპირა სახლები
წერეთლის გამზირი
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა