სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, საქართველოსა და რუსეთის საზღვრის ქართულ მხარეს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელშიც რუსეთი აგრესორად და ოკუპანტ ქვეყნად არის აღიარებული.

შეტყობინებას თან ახლავს ფოტოც, რომელიც თითქოს აღნიშნულ ფორმას ასახავს - „დოკუმენტში“ წარმოდგენილი ტექსტში არაერთი გრამატიკული შეცდომაა დაშვებული.

სინამდვილეში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე მსგავს დოკუმენტზე უწევთ ხელის მოწერა, დეზინფორმაციაა. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს საპატრულო პოლიცია.

აღნიშნული „დოკუმენტი“ საზოგადოებრივ მოძრაობა „სირცხვილიას“ უკავშირდება, რომელიც რუსი მიგრანტებისთვის შეზღუდვების დაწესების მომხრეა. საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში „სირცხვილია“ აღნიშნავს, რომ „დოკუმენტი“ შექმნილია მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ, რომელმაც მოგვიანებით ის გააგზავნა ტელეგრამ ჩატში სახელწოდებით „ზემო ლარსი – ჩატი”. „სირცხვილია“ განცხადებით, ტექსტი შეგნებულად დაიწერა გრამატიკული შეცდომებით. ის რამდენიმე წუთში წაიშალა ჩატიდან, თავად „სირცხვილიას“ აქტივისტი კი ჩატში დაიბლოკა.

აღსანიშნავია, რომ ამ თემას რუსეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კერძოდ, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა „დოკუმენტის“ შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს აღნიშნულ „დოკუმენტზე“ ხელმოწერას სთხოვს. მისივე თქით, რუსეთის ფედერაციის ის მოქალაქეები, რომლებიც ამას გააკეთებენ, ავტომატურად კრიმინალები ხდებიან.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი