იტვირთება

Facebook-გვერდმა წიწაკის როკი-Pepper Rock-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტ - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ციტირებს, რომ „არ სურს ევროპას და ამერიკას მშვიდობა“, რადგან ფედერალური ბიურო და ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია არასწორია და ის ურსულა ფონ დერ ლაიენის პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაზე საუბრის დამახინჯებულ ვერსიას წარმოადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა უკრაინას და განაცხადა, რომ უკრაინა ამ ომში ვერ გაჩერდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის არსებობას შეწყვეტს.

22 სექტემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პრინსტონის უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვიდა. ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხო და თქვა, რომ ისმის მოწოდებები ომის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა არ შეიძლება იმ რეალობის უარყოფა, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს, ის უბრალოდ როგორც სახელმწიფო განადგურდება. „მე ვიცი, რომ ისმის მოწოდებები ბრძოლის შეწყვეტის თაობაზე. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ რეალობა ასეთია: თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ ომი დამთავრდება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, მაშინ უკრაინა აღარ იარსებებს. სასწორზე ბევრი რამეა. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისა და გლობალური წესრიგისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში მისი რუკიდან ამოშლის მიზნით - ეს არის, რასაც პუტინი ამბობს და წერს. ამგვარად, უკრაინელები გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ისინი ასევე გლობალური ღირებულებებისთვისაც იბრძვიან. ეს არ არის მხოლოდ ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. ეს არის ომი ჩვენი ღირებულებების; ეს არის ომი წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ. ეს არის თავდასხმა გაეროს წესდებაზე. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არის გაეროს წესდების გათელვა. ეს არის ომი ავტოკრატიისა დემოკრატიის წინააღმდეგ. და მე მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი, მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება, რა შედეგები დადგება“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ლაიენმა შემდგომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება. „პირველივე დღიდან, აშშ და ევროკავშირი და ბევრი სხვა მეგობარი უკრაინის გვერდით დადგნენ იარაღით, ... დაფინანსებით... და მსოფლიოში არსებული უმკაცრესი სანქციებით. ნება მომეცით გითხრათ, რომ ეს სანქციები მხოლოდ აშშ-ში ჩვენს მეგობრებთან ძალიან, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გამო გახდა შესაძლებელი..“.

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ევროკომისიის პრეზიდენტსა და ფედერალურ ბიუროს უკრაინაში ომის შეწყვეტა არ სურთ, რაც თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სიცრუეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირიც და აშშ-იც ჯერ კიდევ უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ აქტიურად მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოეხდინა და უკრაინის ტერიტორიაზე არ შეჭრილიყო. აშშ-ისა და ევროკავშირის ძალისხმევა ომის შესაჩერებლად არც 24 თებერვლის, რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი შეჭრის შემდგომ შეჩერებულა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი