იტვირთება

26 სექტემბერს გიორგი აბაშიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი აღწერით და სურათით: „აბა ჩქარა აბა მალე!!! - გაყიდვაში შემოვიდა ახალი და თანმამედროვე LGBT+Q ჯვრების პარტია და იჩქარეთ, რაოდენობა ჯერ-ჯერობით შეზღუდულია :)))“.

პოსტის ტექსტისა და სურათის ერთობლიობით Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ რომის პაპს ე.წ. „LGBTQ+ ჯვარი“ ეკეთა და აღნიშნულს სარკასტულად გამოეხმაურა.

თუმცა, რეალურად, რომის პაპ ფრანცისკეს „LGBTQ+ ჯვარი“ არ ჰკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ჯვარი, რომელიც სურათში პაპს უკეთია ცისარტყელას ფერებს წააგავს.

სურათი 2018 წელს არის გადაღებული და ის 2018 წლის 17 ოქტომბერს აიტვირთა „ვატიკან ნიუსის“ (წმინდა საყდრის კომუნუკაციების სამსახური) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. გამოქვეყნებულ სურათს თან ახლდა წარწერა: პანამის ახალგაზრდობამ ლათინური ამერიკის სინოდის მამებთან ერთად პაპ პრანცისკეს მსოფლიოს ახალგაზრდობის დღის ჯვარი გადასცა; ხოლო პაპმა ისინი სიხარულით მიიღო და დალოცა. პაპისთვის გადაცემული ჯვრის ფერები ასახავს ლათინური ამერიკის ახალგაზრდობის სხვადასხვა რეგიონს: მწვანე - მექსიკა და ცენტრალური ამერიკა, ყვითელი - კარიბის რეგიონი, წითელი - ანდების რეგიონი, ცისფერი - სამხრეთის კონუსის რეგიონი.

აღნიშნული ჯვარი ლათინური ამერიკის ეპისკოპოსთა კონფერენციამ შეიმუშავა.

ასევე, თვალსაჩინოა, რომ სურათზე გამოხატული ჯვრის ფერები LGBT დროშის ფერებისგან გარკვეულწილად განსხვავდება, იხილეთ LGBT დროშის ფერები სურათზე:

შესაბამისად, რომის პაპი ფრანცისკე „LGBTQ+ ჯვარს“ არ ატარებდა, არამედ ის ლათინური ამერიკის ახალგაზრდობის ჯვარი იყო და ამდენად, ზემოთ დასახელებული პოსტი ყალბ ამბავს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი