იტვირთება

სოციალურ ქსელში „TV თავისუფალი არხი - Free Channel“ ფოტოს ავრცელებს, რომელსაც თან ერთვის აღწერა: „ცხელი წყალი 2023 წლის ზამთარში: პლაკატი შვედეთის საარჩევნო კამპანიიდან“. პოსტის აღწერა სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ფოტოს არანაირი კავშირი არ აქვს შვედეთის საარჩევნო კამპანიასთან.

Google-ის ფოტოს საძიებო სისტემით (GOOGLE reverse image search) ფოტოს წარმომავლობის ძიებას მივყავართ სანტექნიკისა და გათბობის კომპანიის Bumblebee Plumbing & Heating-ის Twitter და Facebook გვერდების პოსტებამდე. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და პოსტი იუმორისტული ხასიათისაა.

იგივე ფოტო გაავრცელეს Facebook-მომხმარებლებმა პოლონური წარწერით: „წყლის მყისიერი გამაცხელებელი. მოდელი - ზამთარი 2023.“

ქართული გვერდის მიერ გავრცელებულ ფოტოს თან ერთვის შვედური წარწერა: „ცხელი წყალი, ზამთარი 2022/23“. ფოტოს შვედეთის არჩევნებთან კავშირი არ აქვს.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4290 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი