• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აიდაჰოს შტატის სკოლებში „პორნო-სწავლების“ კურსის შეტანას ცდილობენ

დეზინფორმაცია: აიდაჰოს შტატის სკოლებში „პორნო-სწავლების“ კურსის შეტანას ცდილობენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/09/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

16 სექტემბერს ალტნიუსმა გამოაქვეყნა დეზინფორმაციის შემცველი პოსტი, რომლის თანახმადაც, აიდაჰოს შტატის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის დეპარტამენტი (IDHW) შტატის საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამაში „პორნო-სწავლების“ კურსის შეტანას ცდილობს. პოსტის მიხედვით, კურსის მიზანს პორნოგრაფიის პოპულარიზაცია და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებში, „პორნო ცნობიერების“ ამაღლება წარმოადგენს. ამისთვის კი სკოლის მოსწავლეებს აყურებინებენ ვიდეოებს, სახელწოდებით: „პორნო: რეალობა თუ მითი“, რომელშიც ანიმაციური ფილმის პერსონაჟები სექსუალურ აქტებს ახორციელებენ. 

ალტნიუსის პოსტში ინფორმაცია კონტექსტის დამახინჯებითაა გადმოცემული. პოსტის აღწერა სიმართლეს არ შეესაბამება.

ალტნიუსის მიერ გავრცელებული ახალი ამბავი Breitbart.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა. Media Bias Fact-Check-ის ინფორმაციით, Breitbart.com-ზე ძირითადად კონსპირაციისა და პროპაგანდის შემცველი ახალი ამბები ქვეყნდება. სტატიებში გამოყენებული წყაროები ხშირად არასანდოა და შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს. 

აიდაჰოს სკოლებში „პორნო-სწავლების“ მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში უცხოელი მომხმარებლების მიერ აქტიურად გავრცელდა. Twitter-მომხმარებლები წერდნენ, რომ აიდაჰოს შტატის სასკოლო სისტემა რვა წლის ბავშვებს პორნო-მასალას მულტფილმების გამოყენებით გააცნობს. 

აიდაჰოს შტატის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის დეპარტამენტის (IDHW) 14 სექტემბრის პრეს-რელიზში თემასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი არ აფინანსებს და მხარს არ უჭერს აიდაჰოს სკოლებში „პორნო-სწავლებას“. ის სკოლებს სთავაზობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, არასავალდებულო სასწავლო პროგრამას სკოლის მოსწავლეებში სექსუალური განათლების ასამაღლებლად. პროგრამა, რომელსაც „რისკის შემცირება“ ეწოდება, „განათლების, ტრენინგისა და კვლევის“ (ETR) ასოციაციის მიერაა შემუშავებული.  პროგრამა არ ითვალისწინებს პორნოწიგნიერებას. ის მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ გამოადგებათ არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან არიდებისთვის. აიდაჰოს შტატის სკოლებს მშობლების თანხმობის შემთხვევაში აქვთ უფლება აღნიშნული პროგრამა აირჩიონ, როგორც სექსუალური განათლების სასწავლო გეგმის ნაწილი.

IDHW-ის წარმომადგენელმა გრეგ სტალმა APnews-სთან განაცხადა, რომ აიდაჰოში მოცემული სასწავლო პროგრამა ამჟამად 14 სკოლაში, მე-8-დან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოიყენება. მან ასევე აღნიშნა, რომ დაწყებით სკოლებში სქესობრივი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა არ მოქმედებს.

ETR-ის სექსუალური განათლების პროგრამა - „რისკის შემცირება“, პორნო-განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ფარავს. თუმცა, გასულ წელს ETR-მა მასწავლებლებს, მშობლებს, სამედიცინო პერსონალს „3 in 30” ტრენინგების სესია შესთავაზა. ვებინარის დროს გამოყენებული ვიდეოები წარმოადგენდა რესურსს ინსტრუქტორებისთვის და არა მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და მშობლებისთვის მოზარდების მიერ პორნოგრაფიასთან და სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაში დახმარებას ისახავდა მიზნად. 

აიდაჰოს შტატის განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა APnews-თან იმეილ მიმოწერისას აღნიშნა, რომ სასწავლო გეგმის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე მიიღება, თუმცა განათლების დეპარტამენტს არ აქვს არანაირი ინფორმაცია აიდაჰოს სკოლებში „პორნო-განათლების“ შეტანასთან დაკავშირებით. 

შესაბამისად, მტკიცება, რომ აიდაჰოს შტატის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის დეპარტამენტი (IDHW) საშუალო სკოლებში სექსუალური განათლების პროგრამის დანერგვას გეგმავს, რომლის მიზანს პორნოგრაფიის პოპულარიზაცია წარმოადგენს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, IDHW-ის მიერ მხარდაჭერილი სასკოლო პროგრამები, რომლებიც სექსუალურ განათლებას ეხება, სკოლებისთვის სავალდებულო არ არის და ამასთან ერთად არცერთი მათგანი პორნო-განათლებასთან დაკავშირებულ თემებს არ ფარავს.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხვიჩა კვარაცხელია
აიდაჰოს შტატი
პორნო სწავლება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა