იტვირთება

Facebook-გვერდი Worldnews.Ge სოციალურ ქსელში თურქი მსახიობისა და მომღერლის ოზჯან დენიზის ფოტოს ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ფოტოსთან ერთად აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ოზჯან დენიზი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. „ცნობილი თურქი მსახიობი ავტო ავარიის შედეგად გარდაიცვალა“,- წერს Facebook-გვერდი, ხოლო მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ქართულ მედია სივრცეში ვირუსულად ვრცელდება.

Worldnews.Ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც 18 000 რეაქცია, 8000-მდე კომენტარი და 1000 გაზიარება აქვს, ყალბია, რადგან ოზჯან დენიზის გარდაცვალების ან მისი ავტოავარიაში მოყოლის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედია სივრცეში საერთოდ არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში ოზჯან დენიზის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გადამოწმებისას მხოლოდ 2012 წელს მისი საავადმყოფოში მოხვედრის შესახებ სტატია იძებნება, რა დროსაც, ოზჯან დენიზმა ცხენზე ჯირითისას მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა მსახიობი გადასაღებ მოედანს მალევე დაუბრუნდა. ცნობისთვის, მსახიობმა 16 სექტემბერს Instagram Story-ც გამოაქვეყნა, ხოლო 15 სექტემბერს ერთ-ერთმა თურქულმა ტელეარხმა Beyaz tv-მ Youtube-ზე მსახიობის პირადი ცხოვრების შესახებ სიუჟეტი გამოაქვეყნა, სადაც მისი გარდაცვალების შესახებ არაფერია ნათქვამი.

ამდენად, Worldnews.Ge-ს მიერ თურქი მსახიობისა და მომღერლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მსახიობი ოზჯან დენიზი ავტოსაგზაო შემთხვევაში არ მოყოლილა, ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი