• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ალტ-ინფოს ეთერში ანალენა ბაერბოკის სიტყვები მანიპულაციურად გავრცელდა

ალტ-ინფოს ეთერში ანალენა ბაერბოკის სიტყვები მანიპულაციურად გავრცელდა

ვერდიქტი: მანიპულირება

13/09/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 31 აგვისტოს, ალტ-ინფოს გადაცემა “ალტერნატიული ხედვის” ეთერში ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის სიტყვები მანიპულაციურად გააჟღერა, თითქოს ის უკრაინელების მიმართ მიკერძოებულია და მათ დახმარების ფონზე საკუთარ მოქალაქეებზე არ ზრუნავს.

ხათუნა ხოფერიამ განაცხადა: „წავიკითხე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. პირდაპირ გააკეთა განცხადება, მე შევპირდი უკრაინელ ხალხს, რომ ბოლომდე ვიქნებოდი მათ გვერდით და მე არ მაინტერესებს ჩემი ამომრჩევლის აზრი ამის შესახებ. ანუ მას არ აინტერესებს თავისი სამშობლო, თავისი ამომრჩევლების აზრი არ აინტერესებს და ესე იგი აპირებს, რომ თავისი თანამდებობა გამოიყენოს იმის მიხედვით, თუ თვითონ ვის უჭერს მხარს?”.

რეალურად, ანალენა ბაერბოკმა მსგავსი განცხადება Forum 2000-ის 26-ე კონფერენციაზე სახელწოდებით - “დემოკრატიის აშკარა და მიმდინარე საფრთხე: როგორ ვუპასუხოთ მას” ნამდვილად გააკეთა. კონფერენცია პრაღაში 31 აგვისტო - 2 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა, რომელზეც “უკრაინის ფორუმი” გაიმართა და ომის შემდგომი უკრაინის მომავალი ევროპული და გლობალური დემოკრატიული საზოგადოების ცენტრში იყო განხილული. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს ავტორიტარიზმის საკითხზე, როგორ შეიძლება მოხერხდეს დემოკრატიული ალიანსების დამყარება და როგორ უნდა გახდეს დემოკრატია უფრო მდგრადი თანამედროვე გამოწვევებით სავსე გარემოში.

ანალენა ბაერბოკმა პანელზე უკრაინაზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მომავლის უკრაინა უნდა იყოს და იქნება თავისუფალი და მშვიდობიანი. მანვე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას და დახმარებას განაგრძობს იქამდე, სანამ უკრაინას დასჭირდება. სწორედ ამიტომ მან განაცხადა, რომ ის თავისი საგარეო საქმეთა მინისტრობის ვადაში უკრაინელებისთვის მიცემულ პირობას შეასრულებდა და მათ დახმარებას, გერმანიაში შექმნილი რთული პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამო, არ შეწყვეტდა. თუმცა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე გერმანიაში შექმნილ პრობლემებს ასევე შესაბამისი სოციალური ზომებით გასცემდა პასუხს და გერმანელებს დახმარებას ამგვარად გაუწევდა. კერძოდ, ბაერბოკმა განაცხადა: „...მე თუ უკრაინელ ხალხს დავპირდი, რომ დაგეხმარებით იქამდე, სანამ ჩვენ გჭირდებით, ასეთ შემთხვევაში მე მსურს რომ გაცემული პირობა შევასრულო, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ფიქრობს გერმანელი ამომრჩეველი. მე მინდა რომ უკრაინელ ხალხს დაპირებული დახმარება გავუწიო და ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ყოველთვის ვიყო გულწრფელი და ნათელი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ზომა, რომელსაც მე მივიღებ, უნდა იყოს მკაფიო, რომ გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინას ეს დასჭირდება და ამიტომაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გულწრფელი იყო...ჩვენ ახლა ზამთრის მოლოდინში ვართ, როდესაც ჩვენ როგორც დემოკრატიული პოლიტიკოსები, გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით. ხალხი ქუჩაში გამოვა და იტყვის „ჩვენ ვერ ვიხდით ენერგო რესურსების ფასს“. მე კი ვეტყვი „დიახ, მე ვიცი და ამიტომაც სოციალური ზომებით დაგეხმარებით“. მაგრამ მე არ მინდა ვთქვა „კარგით, მაშინ შევაჩეროთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები“. ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, ეს კი ნიშნავს, რომ სანქციები ზამთრის პერიოდშიც გაგრძელდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს პოლიტიკოსებისთვის ძალიან რთული იქნება“.

ამდენად, განცხადების სრული კონტექსტით მოსმენის შემდგომ ნათელია, რომ ხათუნა ხოფერიამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები ალტ-ინფოს ეთერში მანიპულაციურად გაავრცელა. ანალენა ბაერბოკი თავისი სიტყვით უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და ამასთანავე, განმარტავს რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით გერმანელებისთვის შექმნილ პრობლემებს შესაბამისი სოციალური ზომების მეშვეობით გადაწყვეტს.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხვიჩა კვარაცხელია
ანალენა ბაერბოკი
ჟურნალისტები
შეიარაღება
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა