• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
142 500 ლარი „პრაიმ შოუ სტუდიას“ აჭარისა და ბათუმის ბიუჯეტებიდან

142 500 ლარი „პრაიმ შოუ სტუდიას“ აჭარისა და ბათუმის ბიუჯეტებიდან

2022 წლის 2 სექტემბერს, საქველმოქმედო ფონდ „გადავარჩინოთ უკრაინასთან“ ერთად, ბულვარში ანრი ჯოხაძე და ოლია პოლიაკოვა საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

29/08/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, სსიპ ბათუმის ბულვარს და ქალაქ ბათუმის მერიას დაევალათ, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონის პერიოდის გახანგრძლივების მიზნით, აჭარაში კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება უზრუნველყონ. ამისთვის აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 24 აგვისტოს №65 განკარგულება გამოსცა. 

უკვე 25 აგვისტოს კი ქალაქ ბათუმის მერიას წერილით მიმართა შპს პრაიმ შოუ სტუდიის დირექტორმა და მესაკუთრე ავთანდილ კვანტალიანმა. ის წერს, რომ 2022 წლის 2 სექტემბერს, საქველმოქმედო ფონდ „გადავარჩინოთ უკრაინასთან“ ერთად, ბულვარში ანრი ჯოხაძისა და ოლია პოლიაკოვას საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კვანტალიანი მერიას, ფინანსური დახმარების სახით, 70 000 ლარს სთხოვს. მეორე დღესვე, 26 აგვისტოს, ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორმა ირაკლი შაფათავამ წერილი ბათუმის მერ ირაკლი ჩიქოვანს გაუგზავნა და აუწყა, რომ ცენტრი მზადაა, შპს პრაიმ შოუ სტუდიას ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.  

ბათუმის მერიისგან მოთხოვნილი თანხა შემდეგ ხარჯებს მოიცავს: ორკესტრის ბენდს - 32 000 ლარი; ბექვოკალს -  2 500 ლარი; შემსრულებლის ჰონორარი - 35 000 ლარი. ჯამში, ცენტრის წერილის თანახმად, ხარჯი 69 500 ლარია. 

საკითხთან დაკავშირებით, მოვლენები სწრაფად განვითარდა და იმავე დღეს არჩილ ჩიქოვანმა ცენტრის დირექტორს აცნობა, რომ მერია თანახმაა, შპს პრაიმ შოუ სტუდიას ფინანსური დახმარება გაუწიოს.

ბათუმის მუნიციპალურმა ორგანიზაციამ, ბათუმის კულტურის ცენტრმა, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ნებართვის მიღების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უკვე მიმართა SMP220002414). 

25 აგვისტოს შპს პრაიმ შოუ სტუდიამ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც მისწერა და კონცერტის საორგანიზაციო ხარჯების ანაზღაურება სთხოვა. აღნიშნული თანხა 73 000 ლარს შეადგენს. 26 აგვისტოს კი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტსა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს შესაბამისი ზომების მიღება დაავალა. კერძოდ, სამინისტრომ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 73 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვაზე (SMP220002413) თანხმობის მისაღებად. შემსყიდველმა აღნიშნული თხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ღონისძიების თარიღამდე დარჩენილ დროში ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია.

73 000 ლარის ხარჯთაღრიცხვა მოიცავს  40 000 ლარს სცენისთვის (სცენა 20/20, ტენტით გადახურვა, ტექნიკის სამაგრი, ამაღლება 1,5-2 მეტრი, გახმოვანება 50 კილოვატი); 23 000 ლარს განათებისთვის (პროჟექტორები 2,5-6 კილოვატი, led სანათები); 10 000 ლარი 30 კვ. მ led ეკრანისთვის. 

სააგენტოში ორივე განცხადება განხილვის ეტაპზეა.  თუ უწყება საკითხს დადებითად გადაწყვეტს, შპს პრაიმ შოუ სტუდია ერთი კონცერტისთვის, აჭარის ა/რ რესპუბლიკური და ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან, ჯამურად, 142 500 ლარს ტენდერის გამოცხადების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომლის კონცერტიც ბათუმის ბულვარში მიმდინარე წლის 2 სექტემბერსაა დაგეგმილი, ასევე „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანია. გადაცემა  ტელეკომპანია „იმედზე“ გადის. კონცერტის ანონსი უკვე აქტიურად ვრცელდება.  ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება. 

თეგები:
დაფინანსება
ბიუჯეტი
კონცერტი
პრაიმ შოუ
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა