• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ევროპის ქვეყნებში სქესის შეცვლის ჰორმონალური თერაპია ბავშვებში დაშვებულია

დეზინფორმაცია: ევროპის ქვეყნებში სქესის შეცვლის ჰორმონალური თერაპია ბავშვებში დაშვებულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

16 აგვისტოს Facebook-მომხმარებელმა „მათე ბიჭი“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, შვედეთი, გერმანია, შვეიცარია და ბელგია) ჰორმონალური თერაპიის საშუალებით ბავშვებში სქესის შეცვლა  დაშვებულია და ამას თავად სახელმწიფოები აფინანსებენ. პოსტის ავტორის თანახმად, „საქართველოშიც უნდათ იგივეს დამკვიდრება და სწორედ ამიტომ სკოლებში შეაქვთ ე.წ. - „ექიმის კაბინეტი“...“ პოსტში არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და  მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად. 

რეალურად, საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციის, ენდოკრინოლოგთა ასოციაციის და ასევე შვედეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ეროვნული საბჭოს თანახმად, პაციენტი, რომელსაც სურს ჰორმონალური თერაპიის ჩატარება სხეულის ფემინიზაციის ან მასკულინიზაციის მიზნით, სულ მცირე 16 წლის უნდა იყოს. ამასთან ერთად, 18 წლამდე პაციენტს აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად მეურვის თანხმობა ესაჭიროება. ჰორმონალური თერაპია მას შემდეგ იწყება, რაც სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი სხვადასხვა კვლევის შედეგად დაადასტურებს, რომ პაციენტს გენდერული დისფორია (მდგომარეობა, როდესაც ინდივიდის ბიოლოგიური სქესი და მის მიერ საკუთარი გენდერის შეგრძნება ერთმანეთთან შეუსაბამობაშია) ნამდვილად აღენიშნება  და  ჰორმონალური თერაპია ესაჭიროება. დანიაში 12 წლის ასაკის ბავშვებს შეუძლიათ,  მხოლოდ სქესობრივი მომწიფების შემაფერხებელი პრეპარატები მიიღონ, თუმცა სრული ჰორმონალური თერაპიის ჩატარებისთვის საჭიროა,  16 წლის ან მეტი ასაკისანი იყვნენ. კლინიკა მაიოს მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გენდერული იდენტობის დამადასტურებელი ჰორმონალური თერაპია ბავშვებში არ გამოიყენება. რაც შეეხება, სქესის შეცვლის ოპერაციას, ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს მიხედვით (FRA), ევროპის ქვეყნების უმეტესობაში (მათ შორის დანია, შვედეთი) ამ პროცედურის ჩასატარებლად მინიმალურ ასაკად 18 წელია დადგენილი. შესაბამისად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს ჰორმონალური თერაპიით სარგებლობის უფლება, იგი 16 წლის ან მეტის უნდა იყოს, ხოლო სქესის შეცვლის ოპერაციის ჩასატარებლად ინდივიდის ასაკი სულ მცირე 18 წელს უნდა აღწევდეს. 

რაც შეეხება ფოტოზე არსებულ რიცხვებს, ამ შემთხვევაში საუბარია ასაკზე, როდესაც ინდივიდს შეუძლია, პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტებში თავისი გენდერის აღმნიშვნელი ჩანაწერი ლეგალურად შეცვალოს  და აღნიშნულს  ჰორმონალურ თერაპიასთან ან სხვა სახის სამედიცინო ჩარევასთან კავშირი არ აქვს. მაგალითად, ნორვეგიაში 6 წლის ასაკის ბავშვს მშობლების თანხმობის საფუძველზე, ექიმის თანხმობისა და ჩარევის გარეშე, შეუძლია პასპორტში თუ პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტში სქესი ლეგალურად შეიცვალოს და შესაბამისად, საკუთარი თავი მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლად დააფიქსიროს. შესაბამისად, პოსტში არსებული მტკიცება, რომ ევროპის ქვეყნებში ბავშვების სქესის შეცვლა ჰორმონალური თერაპიის შედეგად დაშვებულია და ამას თავად სახელმწიფოები აფინანსებენ, არის ყალბი ამბავი.

გარდა ამისა, პოსტში ნახსენებია სკოლებში ექიმის კაბინეტის განთავსების შესახებ დეზინფორმაცია. სინამდვილეში, განათლების სამინისტროს თანახმად, 2014 წლიდან  საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტისა და სკოლის ექიმის პროგრამა ამუშავდა. აღნიშნული პროგრამის მიზანია „მოსწავლეებისთვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებში ჯანმრთელობის საფრთხის დადგომის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება, ინფექციური/ვირუსული დაავადებების პრევენცია, სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა. მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ადგილზე მისვლამდე).“ სამედიცინო კაბინეტს მოზარდებში სქესის შეცვლის ჰორმონალურ თერაპიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჰორმონალური თერაპია
სქესის შეცვლა
ევროპის ქვეყნები
ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა