• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბაიდენი უკრაინის ომით ფულს შოულობს - დონალდ ტრამპი

დეზინფორმაცია: ბაიდენი უკრაინის ომით ფულს შოულობს - დონალდ ტრამპი

ვერდიქტი: მანიპულირება

18/08/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-გვერდმა „ტერენტი გლდანელი“ Facebook-ზე გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის 44 წამიანი ვიდეო-კოლაჟი წარწერით: „ბაიდენი უკრაინის ომით ფულს შოულობს - დონალდ ტრამპი“. ვიდეო და თანდართული აღწერა მთლიანობაში შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომზე და ამ ომით ჯო ბაიდენის მიერ ფულის შოვნაზე საუბრობს.

რეალურად, „ტერენტი გლდანელის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მიმართავს, 2020 წლის მეორე საპრეზიდენტო დებატების ვიდეოდან ამონარიდს წარმოადგენს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის მეორე საპრეზიდენტო დებატები 2020 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. ამ დროისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში დაწყებული არ იყო. დონალდ ტრამპის სიტყვები რუსეთ-უკრაინის ომს არ მიემართება. მეორე საპრეზიდენტო დებატები, რომელიც 1 საათსა და 30 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, სხვადასხვა აქტუალურ თემას შეეხო. ბაიდენმა და ტრამპმა იდებატეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კორონავირუსი, ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკა, იმიგრაცია, რასობრივი უთანასწორობა, კლიმატის ცვლილება.

დებატების დროს ბაიდენმა ტრამპის მიმართებით განაცხადა, რომ ტრამპს არასდროს გამოუქვეყნებია თავისი საგადასახადო დეკლარაცია და რომ ქვეყნებისგან, როგორებიცაა: ჩინეთი და რუსეთი, ის დიდ თანხას იღებდა. აღნიშნულზე ტრამპმა უპასუხა, რომ თავად ბაიდენი იღებდა ფულს ჩინეთიდან, უკრაინიდან და რომ ბაიდენმა მისი შვილის დახმარებით 3.5 მილიონი დოლარი მიიღო. რუსეთისგან. როგორც ტრამპმა დებატების დროს აღნიშნა, ბაიდენის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა აღნიშნული თანხა მოსკოვის ყოფილი მერის ცოლისგან მიიღო და საჯაროდაც კი განაცხადა, რომ თანხის გარკვეული რაოდენობა ბაიდენისთვის უნდა გადაეცათ.

აღნიშნული ბრალდება დონალდ ტრამპმა ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ 27 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც გააჟღერა. Politifact-ის თანახმად, შეერთებული შტატების სენატის საფინანსო და შიდა უსაფრთხოების კომიტეტების ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰანტერ ბაიდენს ფინანსური პარტნიორობა აკავშირებდა მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლე ელენა ბატურინასთან. მოხსენებაში ნათქვამია, რომ „2014 წლის 14 თებერვალს ბატურინამ 3.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა გადარიცხა Rosemont Seneca Thornton-ის საბანკო ანგარიშზე. Rosemont Seneca Thornton არის საინვესტიციო ფირმა, რომლის თანადაფუძნებულია ჰანტერ ბაიდენი“. ანგარიშში არ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია ამ ტრანზაქციის მნიშვნელობის შესახებ. Politifact-ის თანახმად, ჰანტერ ბაიდენის ადვოკატმა ჯორჯ მესირესმა განაცხადა, რომ ბაიდენს არ მიუღია 3,5 მილიონი დოლარი და რომ მოხსენებაში გვხვდება შეცდომები. „ჰანტერ ბაიდენი არ არის Rosemont Seneca Thornton-ის თანადამფუძნებელი, ამიტომ მტკიცება, რომ მას 3.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს მცდარია“, - განაცხადა მესირესმა Politifact-თან იმეილ მიმოწერის დროს. Politifact-მა მესირესს სთხოვა, გაეზიარებინა დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცებდა, რომ ჰანტერ ბაიდენი არ იყო ზემოაღნიშნული კომპანიის თანადამფუძნებელი. ადვოკატმა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. Politifact ასევე დაუკავშირდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს კითხვით, შეეძლოთ თუ არა წარმოედგინათ რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ჰანტერ ბაიდენს Rosemont Seneca Thornton-ში ჰქონდა წილი. პასუხის გაცემაზე მათაც უარი განაცხადეს. შესაბამისად, Politifact-ის ვერდიქტის მიხედვით, საჭიროა მეტი დეტალის გარკვევა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდება, რომ ჰანტერ ბაიდენმა რუსეთიდან 3.5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა მიიღო დაუდასტურებელია.

წყაროს შესახებ:

Facebook-გვერდი „ტერენტი გლდანელი“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც მადისკრედიტირებელი გვერდი, რომელიც ხშირად ავრცელებს სიძულვილის ენის შემცველ, ჰომოფობიურ, სექსისტურ გზავნილებს. გვერდი ხშირად იყენებს მადისკრედიტირებელ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
უკრაინის ომი
ბაიდენი
ლიზი სამნაშვილი
ლიზი სამნაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა