• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ინტერნეტში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის შვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

ინტერნეტში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის შვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდზე ორი წლის წინანდელი ყალბი ამბავი კვლავ აქტუალური გახდა. აღნიშნულ ყალბ ამბავს   რუსული პროპაგანდისტული ანგარიშები აქტიურად ავრცელებენ. კერძოდ, საუბარია 2020 წელს ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოზე, სადაც ესტონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა მწერლებს ძალადობის პრევენციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადასცეს. უნდა აღინიშნოს, რომ ორი წლის წინ დეზინფორმატორებმა გაავრცელეს სურათის ოდნავ განსხვავებული ვერსია, რომელზეც მარცხნიდან მარჯვნივ  გამოსახული არიან: მაშინდელი იუსტიციის მინისტრი რაივო აეგი, პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და მწერალი მიკ პიარნიცი. ამავდროულად, დეზინფორმატორებმა მამაკაცები პრეზიდენტის ქმრად და შვილად წარმოადგინეს.

ამჯერად, აუდიტორიას ყალბი ამბის ახლებური ვერსია შესთავაზეს. ფოტოზე, რომელიც გადაღებულია ორი წლის წინ იმავე ღონისძიებაზე,  პირველ პლანზე  კერსტი კალიულაიდი და  მწერალი მიკ პიარნიცი ჩანან. ფოტოს შემდეგი წარწერა ერთვის: „ესტონეთის პრეზიდენტი და მისი ვაჟი. გადაწყვიტეთ ვინ ვინ არის“. 

ფოტო სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება და მას კომენტარებში არაერთი მომხმარებელი  გამოეხმაურა. აღნიშნული კომენტარების ავტორების ანგარიშების გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მათგან ყველაზე აქტიურები რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის გამავრცელებლები არიან.

სინამდვილეში კი, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ორი წლის წინ გადაღებულ ფოტოზე კერსტი კალიულაიდთან ერთად  მწერალი მიკ პიარნიცია აღბეჭდილი. რაც შეეხება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, ის მეორე ქორწინებაში იმყოფება. ჰყავს ოთხი შვილი, ორი პირველი და ორი ამჟამინდელი ქორწინებიდან. გარდა ამისა, კერსტი კალიულაიდი უკვე ბებიაა. 

------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Ложная Информация
ესტონეთი
პრეზიდენტის შვილი
სკოლა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა