იტვირთება

„ალტ-ინფოს“ / „კონსერვატიული მოძრაობის“ ტყიბულის ოფისის ხელმძღვანელმა, არსენ ფოფხაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ფლორიდაში სიტყვით გამოსვლის ვიდეო წარწერით: „ტრამპმა თქვა, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება ნატოს არ დაიცავს, თუ რუსეთი ალიანსს თავს დაესხმება რასაც დარბაზში შეკრებილი ამომრჩევლის ტაში მოჰყვა“. მისი პოსტი Facebook-გვერდმა „სექტა“-მაც გადააზიარა აღწერით: „ოოოო ეს უკვე ნატოს დასასრული იქნება…“.

რეალურად, მათ დონალდ ტრამპის განცხადება დაამახინჯეს. მოცემულ ვიდეოში ტრამპი მისი პრეზიდენტობის პერიოდში NATO-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შესახებ ჰყვება. ტრამპის თქმით, მან NATO-ს წევრებს კითხვაზე, რომ თუ ისინი არ გადაიხდიდნენ [თავდაცვისთვის] და მათ რუსეთი თავს დაესხმებოდა, აშშ მათ დაიცავდა თუ არა, უპასუხა, რომ ის მათ დასაცავად არ მივიდოდა. ტრამპის განცხადებით, შემდეგ დღესვე დიდძალი ფული შემოვიდა (money came pouring in) - იგულისხმება, რომ NATO-ს წევრებმა ალიანსის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის მეტი ფინანსები გაიღეს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპს NATO-ს მისამართით არაერთი მკვეთრად კრიტიკული განცხადება გაუკეთებია, მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას სთხოვდა და NATO-ს მოძველებულიც კი უწოდა, თუმცა მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა კვლავ NATO-სადმი ერთგულებას და მის დაცვას ითვალისწინებდა. მათ შორის, ტრამპმა 2017 წელს მისი წინა განცხადებების გამოსწორებაც სცადა და განაცხადა, რომ NATO მოძველებული იყო, მაგრამ ამჟამად აღარაა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც შეიცვალა და ახლა ის ნამდვილად ებრძვის ტერორიზმს. მან კვლავ მოუწოდა მოკავშირეებს, რომ თავდაცვისთვის მეტი ფინანსები გაეღოთ, რითაც ალიანსის ყველა წევრი მეტად დაცული გახდებოდა. ხოლო რუსეთის შესახებ განაცხადა, რომ ისინი რუსეთს ვერ ეწყობოდნენ და რუსეთთან ურთიერთობები შეიძლება ყველა დროის დაბალ ნიშნულზეც კი ყოფილიყო. ამასთან, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში NATO-მ მის რიგებში მიიღო ახალი წევრი - მონტენეგრო. ვინაიდან, ალიანსში გაწევრიანებას ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ტრამპმა NATO-ს გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობის გაზიარებაზეც მიუთითებს.

შესაბამისად, ტრამპის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მან NATO-ს მოკავშირეები დააშინა, რომ თუ თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიდნენ, აშშ მათ არ დაიცავდა, რასაც მათგან თავდაცვის ხარჯების ზრდა მოჰყვა. ხოლო არსენ ფოფხაძის მტკიცება, რომ თითქოს ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, თუ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს თავ დაესხმებოდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ დაიცავდა, აღნიშნული არც ტრამპის გაკეთებულ განცხადებას და არც მისი პრეზიდენტობის დროინდელ პოლიტიკას არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4290 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი