• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით გავრცელებული  დეზინფორმაციული შინაარსის გზავნილები

„მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციული შინაარსის გზავნილები

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ანტივაქსერი თინა თოფურიას ვიდეო ვრცელდება, რომელიც მანიპულაციურ და დეზინფორმაციული შინაარსის განცხადებებს შეიცავს.

მტკიცება: „აცრის შედეგად და დაბუსტერების შედეგად, ადამიანთა ნაწილში გამოიწვია იმუნიტეტის დაქვეითება და მოხდა ორგანიზმში უკვე არსებული ვირუსების რეაქტივაცია, ანუ გააქტიურება/გამოცოცხლება“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანტივაქსერები მუდმივად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს COVID-19-ის ვაქცინები იმუნურ სისტემას აზიანებს და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. რეალურად არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები იმუნურ სისტემას ასუსტებს. ვაქცინები SARS-Cov-2-ის წინააღმდეგ იმუნური უჯრედების გააქტიურებას და ანტისხეულების გამომუშავებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა.

ფაქტების გადამმოწმებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ „მაიმუნის ყვავილი“ Covid-19-ის ვაქცინებთან არის კავშირში (იხილეთ ბმული 1; ბმული 2). დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) fullfact-ს განუცხადა, რომ „Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და მაიმუნის ყვავილს შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“.

ამრიგად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია მტკიცება, თითქოს „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება COVID-19-ის საწინააღმდეგო [ან სხვა] ვაქცინებთან არის კავშირში.

მტკიცება: „ეს [მაიმუნის ყვავილი] არის გარკვეული ჯგუფის დაავადება, ის არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ის არ არის საერთოდ გადამდები... ჩვეულებრივ მოსახლეობას არ ემუქრება არაფერი, [მაიმუნის ყვავილი] ემუქრება მხოლოდ მამაკაცებს, რომლებიც სქესობრივ კავშირში შედიან მამაკაცებთან“

ვერდიქტი: მანიპულირება

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა. იგი პირველად ადამიანში 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იქნა დადასტურებული. ვირუსი ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. 2022 წლის მაისში არაენდემურ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის კონტინენტზე, „მაიმუნის ყვავილის“ მრავალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალური ჯანდაცვის ყურადღების ცენტრში მოექცა. ივლისის ბოლო მონაცემებით, 75 ქვეყანაში ინფიცირების 16 000-ზე მეტი დადასტურებული და სიკვდილის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურად, ყველა რეგიონში, „მაიმუნის ყვავილის“ რისკი ზომიერია, გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც რისკი მაღალია. მზარდი ეპიდაფეთქების ფონზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება შეაფასა, როგორც „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა“ და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

ჯანმოს გენერალური დირექტორის განცხადებით: „ამ დროისთვის, მაიმუნის ყვავილის ვირუსი უმეტესად კონცენტრირებულია მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან, განსაკუთრებით მათ შორის, რომლებსაც ჰყავთ მრავალი სქესობრივი პარტნიორი”. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის დაავადებაა, „მაიმუნის ყვავილი“ შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ადამიანზე. CDC-ის თანახმად, „მაიმუნის ყვავილის“ გადაეცემა ხდება პირდაპირი კონტაქტით ინფექციურ გამონაყართან, ნაწიბურებთან ან სხეულის სითხეებთან, ასევე დაინფიცირებულ საგნებთან შეხებით. ამგვარად, დაავადების გადადება ინფიცირებულ პირთან ახლო ფიზიკური კონტაქტით/შეხებით ხდება, როგორიცაა - სექსი, კოცნა, ჩახუტება, მასაჟი, ასევე ხანგრძლივი პირისპირ კონტაქტით.

ორსული ქალიდან ვირუსი ნაყოფზე შესაძლოა პლაცენტის მეშვეობით გადავიდეს. ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანები „მაიმუნის ყვავილით“ დაავადებული ცხოველებისგან დაინფიცირდნენ, ცხოველის ნაკაწრით ან კბენით, ხორცის მომზადებით ან ჭამით ან დაავადებული ცხოველის პროდუქტების გამოყენებით.

მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანი გადამდები სიმპტომების დაწყებიდან მანამდეა, სანამ გამონაყარი სრულად შეხორცდება და კანის ახალი ფენა წარმოიქმნება. დაავადება ჩვეულებრივ 2-4 კვირა გრძელდება.

ამრიგად, მტკიცება რომ „მაიმუნის ყვავილი“ თითქოს კონკრეტული ჯგუფის ადამიანების დაავადებაა, მანიპულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ამ დროისთვის, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების უმეტესობა მამაკაცებში დაფიქსირდა, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან აქვთ, თუმცა „მაიმუნის ყვავილი“ შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე გავრცელდეს. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გავრცელება ინფიცირებულთან ახლო ფიზიკური და პირისპირი კონტაქტით ხდება, მათ შორის - სქესობრივი გზითაც.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სიმპსონები
კოვიდვაქცინები
COVID 19
დახმარება
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა