• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსული დეზინფორმაცია უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებსა და კორონავირუსის წარმოშობაზე

რუსული დეზინფორმაცია უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებსა და კორონავირუსის წარმოშობაზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/07/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

რუსეთი უკრაინაში არსებული ლაბორატორიების შესახებ პერიოდულად სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებს. ამჯერად, აქტუალურია უკრაინის დადანაშაულება კორონავირუსის წარმოშობაში, რასაც საქართველოში არსებული პრორუსული წყაროებიც ახმოვანებენ. დეზინფორმაციის თანახმად, კორონავირუსი ამერიკული ლაბორატორიიდან გაჟონილი ინფექცია, რაც შედეგია იმ საქმიანობის, რასაც აშშ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სჩადის. დეზინფორმაციის თანახმად, აშშ ბიოლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და საშიშ ექსპერიმენტებზე მუშაობს.

აღნიშნული არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული პროპაგანდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებს ესხმის თავს. უკრაინაში სამხედრო შეჭრისთანავე, კრემლმა საინფორმაციო ომის ფრონტიც გააქტიურა და დეზინფორმაციის სამიზნეში ბიოლოგიური ლაბორატორიები ამოიღო. სხვადასხვა დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავად საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა, სერგეი კირილოვმა, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა არაერთი განცხადება გააკეთეს უკრაინასა და საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ვრცლად, საქართველოსა და უკრაინაში ლუგარის ლაბორატორიების ბრალდებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

სინამდვილეში, საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით - მის პრევენციას, ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს, ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელება თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო.

მიუხედავად ამისა, რუსეთი უკრაინაში არსებულ ლაბორატორიებზე  აბსურდული მტკიცებების გაჟღერებას აგრძელებს, მათ შორისაა, ჯარისკაცებზე სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარების ბრალდება. ტელეკომპანია „ზვეზდას“ სიუჟეტის თანახმად,  რამდენიმე უკრაინელი ტყვის სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ შორის სტატისტიკურად დასაშვებ ნორმაზე მეტ ჯარისკაცს საშიში დაავადებები ჰქონდა. როგორც ყოველთვის, რუსეთს ბრალდების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არც ამ შემთხვევაში წარმოუდგენია. 

მტკიცება, რომ უკრაინელ ტყვეებს უჩვეულო და საშიში დაავადებები აქვთ, თავად რუსმა მეცნიერმა უარყო. რუსი გენეტიკოსის, კირილ ვოლკოვის, თანახმად, დაავადებები, რასაც რუსული მხარე ჩამოთვლის, რეგიონისთვის სრულებით დამახასიათებელია. როგორც მან განაცხადა, სუბტროპიკული დაავადებები ამჯერად რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ვრცელდება და შესაძლოა, უფრო გამოხატული უკრაინის ტერიტორიაზე იყოს. ვოლკოვის თქმით, მტკიცებები უკრაინელ ტყვეთა დაავადებებზე, გაზვიადებულია.

რაც შეეხება კორონავირუსის წარმოშობას, ამ დროისთვის, ვირუსის წარმომავლობაზე კვლევები კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ვერსიების სხვადასხვაობა არა მისი წარმოშობის ადგილს, ჩინეთს, ეხება, არამედ იმას, თუ როგორ წარმოიშვა ვირუსი. არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია თუ ინსტიტუტი კორონავირუსის უკრაინაში წარმოშობას არ განიხილავს.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მიერ ზაფხულში გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ვირუსის წარმოშობის შესახებ კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. სააგენტო, რომელიც ქვეყნის 18 სადაზვერვო ორგანოს აერთიანებს, ორ სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს: ვირუსი ან ბუნებრივად წარმოიშვა, ან უჰანის ლაბორატორიასთან დაკავშირებული ინციდენტით. მიუხედავად კონკრეტული პასუხის არარსებობისა, სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ვირუსი ბიოლოგიური იარაღის დანიშნულებით ნამდვილად არავის შეუქმნია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საკონსულტაციო ჯგუფის მიერ SARS-CoV-2 ვირუსის წარმოშობის ადრეულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარმა უჰანში პანდემიის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუმცა, მეტი სიზუსტისთვის ,ჯგუფი დამატებით კვლევებზე გასცემს რეკომენდაციას. 

ჯანმო  სიღრმისეულ გამოკვლევებს იმის შესახებ, შესაძლებელია. თუ - არა ვირუსის გავრცელება ლაბორატორიულ შემთხვევასთან იყოს დაკავშირებული, რეკომენდაციას უწევს.  გასულ თვეს, ივნისში, გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ „საკვანძო მონაცემები“ იმის ასახსნელად, თუ როგორ დაიწყო პანდემია, ჯერ კიდევ არაა ხელმისაწვდომი. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჯგუფი „ღია დარჩება ნებისმიერი და ყველა სამეცნიერო მტკიცებულებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება მომავალში, რათა  ყველა გონივრული ჰიპოთეზის ყოვლისმომცველი ტესტირება მოხდეს“. 

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მკვლევრები, რომლებიც ჩინელ კოლეგებთან ერთად ვირუსის წარმოშობის კვლევაზე მუშაობდნენ, სამეცნიერო გაზეთ Nature-სთან აცხადებენ, რომ ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, თუ რა მოხდა რეალურად, მაგრამ ჩინეთიდან მიღებული მონაცემების სიმწირით იმედგაცრუებულნი არიან. 

ამასთან, იანცონგ ჰუანგის - ნიუ-იორკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სპეციალისტი ჩინეთისა და გლობალური ჯანმრთელობის საკითხებში - თანახმად, ბოლო დროინდელი დაუსაბუთებელი ბრალდებები კოვიდის უკრაინის ლაბორატორიებში შექმნის შესახებ პანდემიის წარმოშობის რეალური მიზეზის გარკვევას კიდევ უფრო უშლის ხელს. 

ამრიგად, რუსეთის უსაფუძვლო მტკიცებები უკრაინულ ლაბორატორიებში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ, არაფრით დასტურდება. წლების განმავლობაში კრემლი მხოლოდ სიტყვიერი ბრალდებებით და ყალბი დოკუმენტების გავრცელებით შემოიფარგლება. ბიოლაბორატორიების საქმიანობა ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის კონვენციებთან სრულად თანხვედრაშია. ლაბორატორიებში შენახული პათოგენები უბრალოდ ბაქტერიები და ვირუსებია, რომლებიც მხოლოდ საკვლევი ობიექტი და არა ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელი კომპონენტებია. 

 ----------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბიოლაბორატორია
გარდაცვალება
პენტაგონი
ჟურნალისტები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა