• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2021 წელს შპს „ბლექ სი არენას“ ზარალმა 5 მლნ ლარი, დირექტორის წლიურმა ანაზღაურებამ კი 88 713 ლარი შეადგინა

2021 წელს შპს „ბლექ სი არენას“ ზარალმა 5 მლნ ლარი, დირექტორის წლიურმა ანაზღაურებამ კი 88 713 ლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 14 ივნისს შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა

27/07/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიმდინარე წლის 14 ივნისს შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზის ფინანსურმა შემოსავალმა 4.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მონაცემს 3%-ით აჭარბებს. 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 4.3 მლნ ლარი იყო. აღსანიშნავია რომ შემოსავლის 97% სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიისგან შედგება.

რაც შეეხება კომპანიის 2021 წლის ხარჯს, ჯამში 5.2 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცხრილი 1: შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ შემოსავალი და საოპერაციო ხარჯები (ათასი ლარი)

წყარო: ფინანსური ანგარიში

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კომპანიას საოპერაციო საქმიანობა არ განუხორციელებია. ტურიზმის განვითარებისა და მუსიკოსთა პარკის პოპულარიზაციის მიზნით მხოლოდ უფასო კონცერტები გაიმართა, რომლის ხარჯები, რის მნიშვნელოვან ნაწილსაც მომღერლების ჰონორარები შეადგენდა, სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიით დაიფარა.

რაც შეეხება კომუნალური ხარჯების თითქმის გაორმაგებას, აღნიშნული მნიშვნელოვნად ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებით იყო განპირობებული. 2020 წელს ელექტროენერგიის ტარიფი 0.16 ლარი იყო, 2021 წლიდან კი 0.30 ლარამდე გაიზარდა.

საბოლოო ჯამში, 2021 წელი შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ 5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. 2020 წელს ზარალი 4.5 მლნ ლარი იყო.

ზარალით დასრულებული წლის და იმის მიუხედავად, რომ 2021 წელს არენაზე კონცერტი არ ჩატარებულა, კომპანიას სრულ განაკვეთზე 107 პირი ჰყავდა დასაქმებული, რომელთა წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 2.4 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კომპანიის დირექტორის - ტარიელ ხარჩილავას შრომის ანაზღაურებას, 2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ დირექტორის თანამდებობაზე მისმა წლიურმა ანაზღაურებამ ჯამში 88 713 ლარი შეადგინა, რაც თვეში 7 392 ლარი გამოდის. 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ტარიელ ხარჩილავას წლიური ანაზღაურება 84 621 ლარი იყო. 2019 წლის ანაზღაურება ტარიელ ხარჩილავას შესაბამისი წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

ამჟამად დარბაზი „ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს” ბალანსზე ირიცხება და მისი აქტივები 73.8 მილიონ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და მისი განმახორციელებელი ფონდი „ქართუ“ იყო. მშენებლობა 2016 წელს დასრულდა და ობიექტი ფონდმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. არენის აშენებაში 115 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის „ბლექ სი არენას“ გადაცემა საზოგადოებაში დადებით ნაბიჯად შეფასდა. რეალურად, კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ წამგებიან კომპანიათა რიცხვს „ბლექ სი არენაც“ მიემატა, რომლის ინფრასტრუქტურის და მომსახურე პერსონალის შენახვა სახელმწიფოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი უჯდება და საკონცერტო დარბაზის დირექტორს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში კონცერტი არ გაუმართავს (ობიექტური მიზეზის გამო) წლიური ანაზღაურების სახით 88 713 ლარს ვუხდით.

ასევე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში 230-ზე მეტი კომპანიაა და ბოლო წლების განმავლობაში მათი ზარალი 2,6 მილიარდ ლარს აჭარბებს.

თეგები:
ბლექ სი არენა
ზარალი
დირექტორი
ხელფასი
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა