ქართულმა მედიასაშუალებებმა (BM.GE, BPN.GE), საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელეს. სტატიების სათაურებსა და Facebook-გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების აღწერებში (FB პოსტი BMG; FB პოსტი BPN.GE) ინფორმაცია მანიპულაციურად არის გადმოცემული.

უშუალოდ სტატიებზე გადასვლის შემდეგ ირკვევა, რომ პოსტი საერთაშორისო ვიზიტორების [1] ივნისის თვისათვის ვიზიტების სტატისტიკას აღწერს და მითითებულია, რომ მონაცემები 2021 წლის ივნისთან არის შედარებული.

სტატიებში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთის 90,239 მოქალაქე შემოვიდა, რაც 2021 წლის ივნისთან არის შედარებული. აღნიშნული ინფორმაცია პოსტებზე გამოტანილი არ არის, აქედან გამომდინარე, მხოლოდ პოსტიდან, მოქალაქეებს შესაძლოა არასწორი შთაბეჭდილება დარჩეთ. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შედარება 2021 წლის ივნისთან ხდება, როდესაც კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვა ძალაში იყო, კერძოდ: კომენდანტის საათი ვრცელდებოდა 23:00-05:00 საათებში, სავალდებულო იყო პირბადის ტარება, საზღვრის კვეთისას საჭირო იყო უარყოფითი PCR ტესტის წარმოდგენა და ვაქცინირების გარეშე, 3 დღეში მეორე PCR ტესტის ჩატარება, აკრძალული იყო სოციალური ღონისძიებები და ა.შ. ამ ვითარების გამო, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა - როგორც რუსეთიდან, ისე მთელი მსოფლიოდან, მკვეთრად შემცირებული იყო. 2021 წლის ივნისში, მხოლოდ რუსეთიდან 15,000-მდე ვიზიტორის ვიზიტი შედგა. შესაბამისად, 2022 წლის ივნისში ვიზიტორთა ზრდა მნიშვნელოვანწილად საბაზო ეფექტთან არის დაკავშირებული. იმავენაირად, თუ შევადარებთ 2020 წლის ივნისს, როდესაც რუსი ვიზიტორების 3,450 ვიზიტი დაფიქსირდა, 2022 წლის ივნისში ზრდა დაახლოებით 2,500% გამოდის. თუმცა, შესაბამისი კონტექსტის განმარტების გარეშე, ეს რიცხვი ბევრს არაფერს გვეუბნება.

ცხრილ 1-ში, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობაა წარმოდგენილი. ივნისში, პრეპანდემიურ, 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტების რიცხვი დაახლოებით 41%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ამ პერიოდთან, რუსი ვიზიტორების ვიზიტების ოდენობის აღდგენის მაჩვენებელი 59%-ა*. მეორეს მხრივ, 2022 წლის წინა თვეებთან შედარებით რუსი ვიზიტორების ვიზიტების რიცხვი ცალსახად გაზრდილია, თუმცა სეზონურობის ფაქტორიდან გამომდინარე, ზრდის მიზეზს დამატებითი ანალიზი სჭირდება, რადგან მსგავსი ტენდენცია გასულ წლებშიც შესამჩნევია.

ცხრილი 1: რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 2018-2022 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

*ვიზიტორების ვიზიტების ოდენობის აღდგენის ივნისის ზოგადი მაჩვენებელი 53%-ია, რაც უმნიშვნელოდ განსხვავდება რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების ოდენობის აღდგენის ტემპისაგან.

[1] საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი