• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის - გიგა მაქარაშვილის - გვარი, ნამდვილად მაქარაშვილია და არა მაქარიანი

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის - გიგა მაქარაშვილის - გვარი, ნამდვილად მაქარაშვილია და არა მაქარიანი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

30/06/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანტიოპოზიციური და მთავრობის მხარდამჭერი Facebook-გვერდები „ტერენტი გლდანელი“ და „პოლიტიკური აბსურდი“ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის შესახებ დეზინფორმაციას და არმენოფობიური შინაარსის პოსტს ავრცელებენ. Facebook-გვერდების პოსტში ვკითხულობთ: კვანძი გაიხსნა! გიგა მაქარაშვილის მამა, არტემ (არწიომ) მაქარიანი. დაიბადა სომხეთში, ქალაქ არტაშატში. გლეხი მაქარიანების ოჯახში. არტემ მაქარიანმა მალევე დატოვა სომხეთი და საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. წლების შემდეგ ის აიძულა მისმა შვილმა, გიგა მაქარიანმა, რომ გვარი გადაეკეთებინა. სირცხვილია, როცა შენი წარმომავლობის გცხვენია! ასეთი კაცია დღეს პროტესტის ლიდერი და საქართველოსთვის გულზე მუშტებს ირტყამს!!!”.

         

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციულ პოსტს 1000 გაზიარება, 1000-ზე მეტი რეაქცია და 500-მდე კომენტარი აქვს.  ვირუსულად გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ გიგა მაქარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუს დროს მისი ეთნიკური იდენტობის შესახებ გავრცელებული მტკიცება უარყო და აღნიშნა, რომ მამამისი, ნუკრი მაქარაშვილი თელავში და არა სომხეთის ქალაქ არტაშატში დაიბადა, მისმა მშობლებმა კი თბილისში იქორწინეს და თავადაც თბილისში დაიბადა. გიგა მაქარაშვილმა დამატებით ისიც აღნიშნა, რომ მის სოფელში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საფლავი, რომლის იდენტიფიკაციას შესაძლებელია, სწორედ მაქარაშვილებს ეკუთვნით. 

ამდენად, გავრცელებული მტკიცება, რომ გიგა მაქარაშვილის ნამდვილი გვარი მაქარიანია, სიმართლეს არ შეესაბამება.

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დახმარება
გვარი
სირცხვილია
მაქარაშვილი
მაქარაშვილი
გვარი
სირცხვილია
დეზინფორმაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა