• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პერუს სასამართლომ  Covid-19-ის ბილ გეითსის, სოროსისა და როკფელერის მიერ შექმნა დაადასტურა

დეზინფორმაცია: პერუს სასამართლომ Covid-19-ის ბილ გეითსის, სოროსისა და როკფელერის მიერ შექმნა დაადასტურა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/06/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Covid-19-ის შესახებ მორიგი ყალბი მტკიცება ვრცელდება. Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც არგენტინელი ჟურნალისტი ვერონიკა რესია ამტკიცებს, რომ “Covid-19 ბილ გეითსმა, სოროსმა და როკფელერმა შექმნეს” “Event 201”-ზე, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში ჩატარდა. ამასთან, ვერონიკა რესიას მტკიცებით, Covid-19-ის პანდემიის ბილ გეითსის, სოროსისა და როკფელერის მიერ შექმნა პერუს სასამართლომაც დაადასტურა.

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცებები Covid-19-ის შეასახებ არსებულ კონსპირაციას წარმოადგენს და რეალობასთან კავშირი არ აქვს. ერთი მხრივ, “ივენთი 201”-ზე Covid-19-ის პანდემია არ შექმნილა, მეორე მხრივ, არც პერუს სასამართლოს დაუდასტურებია, რომ პანდემია ბილ გეითსიმა, სოროსმა და როკფელერმა შექმნეს.

მტკიცება 1: Covid-19 ბილ გეითსმა, სოროსმა და როკფელერმა “Event 201”-ზე შექმნეს

“Event 201-ი” ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის მიერ 2019 წლის ოქტომბერში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და ბილ და მელინდა გეითსის ფონდთან პარტნიორობით ჩატარდა. ღონისძიებაზე, რომელიც “ეპიდემიების მზარდი რაოდენობის” ფონზე, სხვა მოსალოდნელი პანდემიებისთვის მზადყოფნის მიზნით ჩატარდა, ბიზნესის, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ, ვერონიკა რესიას მტკიცების მიუხედავად, ამ ფაქტით, რომ აღნიშნული ღონისძიება პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდა, Covid-19-ის ხელოვნურად შექმნა არ დასტურდება.

ღონისძიებაზე კორონავირუსის შესახებ მართლაც ისაუბრეს, მაგრამ არა ახალი Covid-19-ის ვირუსის შესახებ, რომელიც კორონავირუსების ცნობილი 12 სახეობიდან ერთ-ერთია. ცნობისთვის, კორონავირუსების ჯგუფს მიეკუთვნება სარს 1-იც, რომელიც 2003 წელს გამოჩნდა და მერსი, ე.წ. შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, რომელიც 2012 წელს გამოჩნდა და სერიოზული პანდემია გამოიწვია მაშინაც. ახალი Covid-19-ის პირველი შემთხვევის შესახებ მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მას ცხოველური წარმოშობა აქვს და არ არის ხელოვნურად შექმნილი.

მტკიცება 2: პერუს სასამართლომ Covid-19-ის ბილ გეითსის, სოროსისა და როკფელერის მიერ შექმნა დაადასტურა

სინამდვილეში, პერუს სასამართლო ბილ გეითსის, სოროსისა და როკფელერის მიერ Covid-19-ის შექმნას არ ადასტურებს.

პერუს სასამართლოს Covid-19-ის გავრცელების შესახებ გამოძიება არ დაუწყია, შესაბამისად, არ არსებობს სასამართლოს არავითარი დადგენილება, რომ პანდემია ბილ გეითსმა, სოროსმა და როკფელერმა შექმნეს.

აღნიშნული ყალბი მტკიცება, თავდაპირველად, 2021 წლის იანვარში გავრცელდა. როგორც ფაქტების გადამამოწმებელმა ორგანიზაცია teyit-მა გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ გავრცელებული დეზინფორმაციის წყაროს დოკუმენტი წარმოადგენს, რომელიც პერუს ქალაქების ჩინჩასა და პისკოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების პირად მოსაზრებას ეყრდნობა. სააპელაციო საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტში პატიმრობის ვადის გახანგრძლივება პანდემიის გამო საქმის გაჭიანურებას უკავშირდება. ერთ-ერთ პუნქტში კი ნათქვამია, რომ „ვირუსი ბილ გეითსმა, სოროსმა და როკფელერმა შექმნეს და ამ ადამიანების გარდა ვერავინ შეძლებს პანდემიის პროგნოზირებას“. თუმცა, ეს განცხადებები არ ეფუძნება გამოძიებას, პროკურატურას ან ექსპერტიზის დასკვნას, ისინი მხოლოდ პირად მოსაზრებას ან კომენტარებს წარმოადგენს.

აღნიშნული დოკუმენტის ნაწილი საკუთარ Facebook-გვერდზე პერუს მოსამართლემ მიგელ პერეცმა გამოაქვეყნა და საკითხს შემდეგნაირად გამოეხმაურა: “ვფიქრობ, ამ ფაქტს სასამართლო და მმართველი ორგანოები უნდა გამოეხმაურონ და სულ მცირე, ამ დადგენილების „ბათილობა“ მაინც გამოაცხადონ”.

აღნიშნულთან დაკავშირებით პერუს უზენაესმა სასამართლომ Twitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინჩასა და პისკოს სასამართლოების მოსამართლეების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ამდენად, მტკიცება, რომ პერუს სასამართლომ ბილ გეითსის, სოროსისა და როკფელერის მიერ Covid-19 შექმნა დაადასტურა, სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი მხრივ, პერუს სასამართლოს Covid-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. მეორე მხრივ, კორონავირუსი ხელოვნურად, მით უფრო, ბილ გეითსის, სოროსის ან როკფელერის მიერ, არ შექმნილა.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სერბეთ-კოსოვოს კონფლიქტი
კოვიდ 19
covid 19
მაქარაშვილი
პერუ
მარიამ ლაშხია
მარიამ ლაშხია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა