• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სააკაშვილი კარგადაა და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

დეზინფორმაცია: სააკაშვილი კარგადაა და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ქარდავას განცხადება არის ტყუილი .

17/06/2022
ტყუილი
განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 10 მაისს გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქარდავამ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი მტკიცებით, სააკაშვილი „კარგად არის და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იგი არ არის საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს დააზიანებს. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის თემის გააქტიურება სააკაშვილის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის და სააკაშვილის გათავისუფლებისა და საბოლოოდ, რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის მიზანს ემსახურება.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. 2022 წლის 22 აპრილს აღნიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი მეექვსედ მოინახულა და შეიმუშავა დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, 19 იანვარს შემუშავებულ მეხუთე დასკვნასთან შედარებით, რომლის მიხედვით პაციენტის მდგომარეობა იყო საყურადღებო, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, 10 მაისს საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევისთვის „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა, რასაც სააკაშვილი დათანხმდა და 12 მაისს იგი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

როგორც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია). დასკვნის თანახმად, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია. ასევე, მას ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული კუნთების განლევა და სისუსტე უფიქსირდება. ამ ყველაფრის საფუძველზე, სააკაშვილის ნორმალური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად აქვს შეზღუდული. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მსგავს შეფასებას ვკითხულობთ ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ მეოთხე დასკვნაშიც, რომელიც 2022 წლის 6 მაისს გამოქვეყნდა.

ასევე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, დანიშნულმა მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. ამავე დასკვნაში აღინიშნა, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. ხოლო მხოლოდ არსებულმა მედიკამენტოზურმა მკურნალობამ დაამძიმა პატიმრის მდგომარეობა. როგორც სახალხო დამცველის, ასევე ცენტრ „ემპათიას“ მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული მკურნალობა არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს და მის მიმართ მიმდინარეობს არასათანადო/არასრული მკურნალობა, რამაც სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გიორგი ქარდავას განცხადება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არის ტყუილი. როგორც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის, ასევე ცენტრი „ემპათიას“ მიერ შემუშავებულ დასკვნებში ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

თეგები:
გიორგი ქარდავა
მიხეილ სააკაშვილი
ანრი ოხანაშვილი
სახალხო დამცველი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა